02:59 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 21:34:35, 874 ნახვა

სამართალი
პაპავა არჩევნებზე: არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, ყველა პროცედურის დაცვით

"არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, ყველა პროცედურის დაცვით" - ასე შეაფასა თსუ-ს ყოფილმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები.

თსუ-ს ყოფილმა რექტორმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ დარეჯან თვალთვაძეს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა, რაც უნივერსიტეტისთვის ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. 

"ეს არის უნივერსიტეტის ისტორიაში განსაკუთრებული დღე, რადგან ჩვენს უნივერსიტეტში პირველად, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცა 1300-ზე მეტ ამომრჩეველს. ეს არის ძალიან მასშტაბური არჩევნები და უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მას შესწევს უნარი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ვითარებას გაუმკლავდეს ისე, როგორც შეშვენის ივანე ჯავახიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტს. მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, ყველა პროცედურის დაცვით, რომ არ დარღვეულა არაფერი, რაც დააფიქსირეს დამკვირვებლებმა და ეს არის ყველაზე მთავარი შედეგი. უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მას შეუძლია ჩაატაროს ასეთი არჩევნები, თუმცა კურიოზია კანონში რაც წერია, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევდეს მთელი უნივერსიტეტი და რექტორს მხოლოდ აკადემიური საბჭო", - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics