23:58 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 13:24:48, 355 ნახვა

პოლიტიკა
მიროსლავ ლაიჩეკი: სლოვაკეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრატისლავაში ვიზიტის მეორე დღე თინათინ ხიდაშელმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩეკთან შეხვედრით დაიწყო.

უწყების ცნობით, საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და რეგიონში გააქტიურებული რუსული პროპაგანდა იყო.

როგორც მიროსლავ ლაიჩეკმა აღნიშნა, სლოვაკეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, საქართველო ნატოსთან დაახლოებისთვის ძალღონეს არ იშურებს და ახლა ნატოს წევრებს ამ მიმართულებით უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ.

„საქართველოს მიმართ სრული მხარდაჭერა გამოიხატა. მინისტრი საქართველოში მაისის ბოლოს ჩამოვა და სლოვაკეთის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაახმოვანებს ვიზალიბერალიზაციის პროცესშიც, ვარშავის სამიტისთვისაც. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს წარმატებისთვის. ამიტომ, მხოლოდ მადლობა შეგვიძლია ვუთხრათ და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ერთობლივი მცდელობა წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩეკი მაისის ბოლოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა. ის სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდრეი კისკას დელეგაციის შემადგენლობაში იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics