23:58 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 09:36:43, 374 ნახვა

პოლიტიკა
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრობას იმსახურებს

„საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი უნდა გახდეს, რადგან ამას იმსახურებს“, - ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა პეტერ გაიდამ ქართველ კოლეგასთან თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის დროს განაცხადა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრების ორმხრივი შეხვედრა ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში შედგა.

შეხვედრის დასაწყისში თინათინ ხიდაშელმა კოლეგას სლოვაკეთის მხარდაჭერის, პარტნიორობისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა. პეტერ გაიდამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე სლოვაკეთის მხარდაჭერა გამოხატა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. დაისახა სამომავლო გეგმებიც. როგორც საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ნატოს წევრ ქვეყნებთან მეტი თანამშრომლობით საქართველო უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.

„მივიღეთ ბევრი ახალი შემოთავაზება, მათ შორის, ქართველი სამხედროების სლოვაკეთში სწავლებასთან დაკავშირებით. საქართველოს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მარტივი, სწრაფი გზაა იმისათვის, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები, მისი სრული შემადგენლობით, ყველა კომპონენტით, რაც შეიძლება უფრო მეტად დავუახლოვოთ და თავსებადი გავხადოთ ნატოს სისტემასთან. ჩემთვის ნამდვილად გასაოცარი იყო სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის შემოთავაზებები ორმხრივი ურთიერთობის გაფართოების და გამრავალფეროვნების მიმართულებით. ამ წინადადებებზე მუშაობას ორმხრივ ფორმატში გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე ყველა შემოთავაზების პრაქტიკული იმპლემენტაცია დაიწყება. გარდა ამისა, ნატო-საქართველოს პროექტის ფარგლებში ნატოს ძირითად ჯგუფში სლოვაკი ოფიცრები ჩამოვლენ. მათი შემოერთებით კიდევ უფრო გაძლიერდება ეს ჯგუფი და შესაბამისად, ნატო-საქართველოს ურთიერთობები“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პეტერ გაიდა სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაინიშნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სლოვაკ კოლეგას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ორმხრივი შეხვედრის დასასრულს კი, კოლეგებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics