23:58 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 22:18:15, 342 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი

 „მინისტრებს  ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პეკეტი“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა მედიის წარმომადგენლებთნ შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ის კერძო ჯანდაცვის პაკეტით სარგებლობს.

„მინისტრებს  ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი. ვფიქრობ, რომ მინისტრები საკუთარი შემოსავლეთ უნდა უზრუნველყოფდნბენ. მე  დღესდღეობით კერძო ჯანდაცვის პეკეტი მაქვს, არ ვსარგებლობ საყოველთაო ჯანდაცვით. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს არამხოლოდ ჩემთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც საკუთარი საკმარისი შემოსავლები გააჩნიათ“,-განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერმა საყოველთაო ჯანდაცვის პროექტზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრი აქტიურად მუშაობს დღეს არსებული სისტემის მოდიფიკაციაზე.

„ჯანდაცვაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი  განხორციელდა.  ჩვენს მოქალაქეებს აღარ აქვთ იმის საჭიროება, რომ საკუთარი სახლი და ქონება დააგირაონ  ან გაყიდონ იმისთვის, რომ გაიკეთონ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია. თუმცა ეს არ  ნიშნავს იმას, რომ სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს არის იდეალური. ჯანდაცვის მინისტრი ძალიან აქტიურად მუშაობს დღეს  არსებული სისტემის მოდიფიკაციაზე, რათა ის უფრო მეტად გახდეს საჭიროებებზე ორიენტირებული, რესურსების გადანაწილება მოხდეს ისე, რომ  იმ მოქალქეებს, რომელებსაც  უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან  დახმარება  მათ მიიღონ უფრო მდიდარი პაკეტი. მედიკამენტების დაფარვა იქნება უფრო ფართო  და დაფარვა იქნება უფრო მეტად იმ ადამიანებისთვის, ვისაც უფრო მეტი საჭიროებები გააჩნია. ამას გარდა საჯარო და კერძო სექტორებს შორის ხორციელდება პარტნიორობის მოდელი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც მნიშვნელოვანწილად  გვაქვს შედეგი, როდესაც მედიკამენტების გაიაფება არის დაწყებული“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics