2016-04-15 21:00:24, 365 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: არის რაღაც მიმართულებები, სადაც შესაძლოა ითქვას რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა კვირიკაშვილი პარტიის საარჩევნო სიის დაკომპლექტებაში ჩართული და ნიშნავს თუ არა პირველი ნომრობა იმას, რომ ის თავის თავზე აიღებს პასუხისმგელობას, პრემიერმა უპასუხა, რომ ის სავაურაუდოდ, იქნება გუნდის ლიდერი და სრულ პასუხისმგებლობას აიღებს მისი გუნდის წევრებზე. მან იქვე აღნიშნა, რომ გუნდი იმუშავებს იმაზე რომ პარტიაში რაც შეიძლება მეტი მომავალზე ორიენტირებული და პროფესიონალი მოხვდეს პარტიის სიაში.
"რა თქმა უნდა, მე თუ ვიქნები და მაღალი ალბათობით ვიქნები იმ გუნდის ლიდერი, რომელიც გავა საპარლამენტო არჩევნებზე, სრულ პასუხისმგებლობას ავიღებ იმ ადამიანებზე, რომლებიც იქნებიან ჩვენი გუნდის წევრები. არანაირი სიურპრიზები ამ მიმართულებით არ გველოდება თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მე ერთპიროვნულად დავაკომლექტებ პარტიას, რა თქმა უნდა მე ვიქნები ლიდერი ამ პროცესშიც, მაგრამ გუნდი იმუშავებს იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად ბევრი თანამედორვე, მომავალზე ორიენტირებული, პროფესიონალი მოვიყვანოთ ამ გუნდში, ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს იქნება გუნდური პროცესი მაგრამ ამ გუნდის მუშაობის წარმატებებზე პასუხისმგებლობას სრულად მე ავიღებ." - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა "ვერ შესრულებულ" დაპირებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არის მიმართულებები, სადაც პარტიას კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანამ ბოლო წლებში 3-დან 5 პროცენტამდე ზრდას მიაღწია და ეს ციფრი პატარა არ არის.
"მე არასოდეს არ გამიჭირვებია ის, რო მეთქვა თუ რაიმე ვერ გავაკეთე, რა თქმა უნდა არის რაღაც მიმართულებები, სადაც შესაძლოა ითქვას რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ყველა ასეთ მიმართულებას საკუთარი წინაპირობა გააჩნდა და არგუმენტები იმისა, თუ რატომ მოხდა ან რატომ ვერ მოხდა. ჩვენ გავიარეთ ძალიან ძლიერი ეკონომიკური კრიზისი რეგიონში. ეს იყო გამოწვეული უკრაინაში მიმდიანრე საომარი მოქმედებებით, შემდგომ სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით. ამ რეგიონში მთლიანად არის ძალან მძაფრი და მძიმე გამოწვევები, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენ გვაქვს ღია ეკონომიკა, ჩვენ აღარ ვართ ამა თუ იმ ინდუსტრიების მძევლები, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ღია ინტეგრირებული ეკონომიკა, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ჩვენს მეზობლებთან, ევროკავშირთან , დღეს ჩინეთთან ვსაუბრობთ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე. ამიტომ ჩვენ გავიარეთ ეს გამოწვევები. ამ გამოწვევებს ჩვენ გავუძელით და მივაღწიეთ 3-დან 5 პროცენტამდე ზრდას ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. მე არ ვამბობ რომ ეს იყო ფენომენალური მიღწევა, მაგრმა მე ვამბობ რომ ეს იყო მნიშნველოვანი მგრადობის ჩვენება და ეს არ არის პატარა შედეგი, მაგრამ მე არ მაქვს კმაყოფილების გრნძობა და მგონია რომ მომავალი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ დღეს გვჭირდება თამამი, ძალიან გაბედული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის რომ ქვეყანაში გარღვევა მოვახდინოთ და მე მიმაჩნია რომ ჩვენ ამის პოტენციალი გაგვაჩნია." - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან