22:13 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 20:31:59, 412 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი არჩევნების თარიღზე: 8 ოქტომბერი არ შეიცვლება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის დაიწყება საარჩევნო კამპანია, კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ არჩევნების თარიღი, 8 ოქტომბერი არ შეიცვლება. მან იქვე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს პრეზიდენტთან კომუნიკაცია და ეს არის დემოკრატიული პროცესი.

"8 ოქტომბერი არ შეიცვლება,  ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრეზიდენტთან. ეს განსაზღვრული იქნა, როგორც შემდეგი საპარლამენტო არჩევნების თარიღი. მე რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და იქაც აღვნიშნე, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა გარკვეული უზუსტობა იურიდიულ დეტალებთან დაკავიშრებით. სრული ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული, ამიტომ  განკარგულება არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშრებით, გამოგზავნილი იქნა პრეზიდენტის მხრიდან, ამაში არაფერი არანორმალური არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ინსტიტუციებს შორის გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური ურთიეროთბა, რომელიც შეესაბამება დემოკრატიული სახელმწფის პრინციპებს, ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ მოტივირებული შენიშვნებით უკან გადაგზავნა ამ აქტის, რათა ქვეყანა არ ჩართულიყო ექვსთვიან წინასაარჩევნო პროცესში, არამედ დაზოგილიყო უპირველეს ყოვლისა გარკვეული თანხები და ამასთან მე მგონია რომ სამთვიანი პროცესი, რომელიც განისაზღვრა უკვე და რომელიც ჩვენ ჩვენს შენიშვნებში აღვნიშნეთ, რომ ჩვენი სურვილი იყო, რომ 8 ივლისიდან დაწყებულიყო ეს წინასაარჩევნო პერიოდი და ამ დროს დამთხვეოდა პრეზიდენტის მხრიდან განკარგულების გამოგზავნა და ჩვენი მხრიდან საპასუხო ხელმოწერის გაკეთება. შემდგომ უკვე სამწუხაროდ პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის მომხრეა, რომ მაისში დაიწყოს. აქ იყო გარკვეული გაუგებრობა, მაგრამ არამგონია, რომ ეს შეიძლება რაიმე კომფრომტაციად შეფასდეს. მას შემდეგ რაც მე მქონდა პრეზიდენტთან კომუნიკაცია ჩვენ გავაგრძელებთ ასეთ ფორმატში ზედმეტი ემოციების გარეშე ურთიერთობას და ვნახოთ, რა გადაწყვეტება იქნება მიღებული. კონსულტაციები გაგრძელდება. ერთმნიშვნოვლად შეგვიძლია ვთქვათ რომ, ჩვენი მოწოდება არის რომ გავაუმჯობესოთ წინა სტანდარტი, რომელიც გახლად სამოცდღიანი, როდესაც სამოცი დღით ადრე გამოცხადდა წინასაარჩევნო პერიოდი, სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ 8 ივლისი ყოფილიყო არჩეული და ვნახოთ, შემდგომი კონსულტაცების შედეგად, მე მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენ რაღაც საერთო აზრამდე მივალთ, ამიტომ ამაში ექსტრაორდინალური არაფერი არ ხდება, მე მგონია რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, ადამიანური ინსტიტუციური პროცესი." - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics