22:12 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 15:48:48, 338 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარიშვილი: ვეძებოთ ასწლოვანი ხეები, დაკავდეს მისი გადარგვით ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე და ივერიაც გაბრწყინდება

„ისღა დაგვრჩენია ვეძებოთ ორასწლოვანი ხეები და ყველამ თავისი საქმე აკეთოს. მხოლოდ ასეთ ვითარებაში შეიძლება შერიგება-მორიგება“, - ასე ეხმაურება პრემიერისა და პრეზიდენტის ბოლო დღეების ურთიერთობას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

როგორც ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა,  რთული მისახვედრი არაა, საიდან მოდის „ინფექცია“, რომელიც პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობებს ხოლმე. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის კოაბიტაცია ვერ შედგა.

პოლიტოლოგი აქვე დასძენს, რომ ამ ვითარებაში ყველაზე დაზარალებული გიორგი კვირიკაშვილი აღმოჩნდა, ვინაიდან იძულებული გახდა ეჩვენებინა, რომ მისი თავისუფლების კოეფიციენტმა დაიკლო.

„რასაკვირველია სჯობდა, რომ ასეთი ახალი დავიდარაბა არ ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ჩემი აზრით, არც თუ რთული მისახვედრია საიდან მოდის ინფექცია, რომელიც ვნებს ხოლმე პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობებს.

მოწმე ვართ იმის, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ აბსოლუტურად ყველა დეტალზე და სიტუაცია სრულიად მოულოდნელად შეიცვალა. პრემიერი მაქსიმლაურად ცდილობდა, რომ თავის გამოსვლაში აკადემიური ყოფილიყო, მაგრამ შედეგი ასეთივე მშვიდი ვერ გამოდგა, რადგანაც სრულიად საფუძვლიანად ჩვენი ემოციური პრეზიდენტი კვლავ თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა. გაიგო რა იყო პრემიერ-მინისტრის მიდგომების მიზეზი. ჩვენ დაუსწრებელ ფორმაში ივანიშვილის და მარგველაშვილის კოაბიტაციის შეუძლებლობის მომსწრენი ვართ. რასაკვირველია ეს აზარალებს ქართულ სახელმწიფოს და ეს კვლავ გაუგებრობაში ამყოფებს ჩვენს პარტნიორებს.

ადრე თუ გვიან ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ გულსატკენია, რომ ჩვენი „მეოცნებე“ პარლამენტარები თანამდებობების შენარჩუნების სურვილით ცდილობენ პრეზიდენტის ნებისმიერი გამონათქვამი დაიწუნონ და ერთმანეთს ავყია ფრაზეოლოგიით შეერკინონ“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგის შეფასებით, პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირების თემა თითიდან გამოწოვილია.

„პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირების თემა თითიდან გამოწოვილია, მაგრამ საუბარი იმაზე როდის დაიწყება საარჩევნო კამპანია საბიუჯეტო სახსრებზე დამოკიდებული არაა. ბიუჯეტს გამოყოფილი აქვს შესაბამისი თანხა. ამ თანხას რომელიმე სუბიექტი ორ თვეში დახარჯავს თუ ორ დღეში ეს აღარავის ეკითხება. არ არის აუცილებელი, რომ ჩვენი ტელევიზიები არჩევნებამდე 5 თვით ადრე გადაიპენტოს მომაბეზრებელი რეკლამებით, ეს მხოლოდ ნევროზის წინაპირობაა ისედაც გულგახეთქილი საზოგადოებისთვის. მივცეთ საშუალება პარტიებს თავად დაგეგმონ და განახორციელონ თავისი საარჩევნო კამპანია, მაგრამ თანხა მიიღოს იმდენი რამდენიც ეკუთვნის. განურჩევლად იმისა ის პარტია ორკვირიან კამპანიას ჩაატარებს თუ 6-თვიანს“ - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.

მისივე განცხადებით, ამ ვითარებაში ყველაზე დაზარალებული პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა, ვინაიდან გიორგი კვირიკაშვილი იძულებული გახდა თავისი თავისუფლების ხარისხი გაემჟღავნებინა. პოლიტოლოგის შეფასებით, მისი კოეფიციენტის მაჩვენებელი აშკარად დაკლებულია.

„საქართველოს სიმშვიდისთვის უებარი წამალი იქნებოდა, რომ აღმოგვეჩინა ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე ასეული ხე, რომლებიც საკუთარ არსებობის ას და ორას წელს ითვლიან. ამ შემთხვევაში გაუგებარი ფუნქციების ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე 24 საათით დაკავდებოდა ამ ხეების გადარგვით და ივერიაც გაბრწყინდებოდა.

ამ ვითარებაში ყველაზე დაზარალებული აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ითმინა, ითმინა და იძულებული გახდა გაემჟღავნებინა თავისი თავისუფლების კოეფიციენტის შემცირება, იმასთან დაკავშირებით რაც მას გააჩნდა თავისი პრემიერობის პირველ დღეებში. ეს დღევანდელი რეალობაა. ისღა დაგვრჩენია ვეძებოთ ორასწლოვანი ხეები და ყველამ თავისი საქმე აკეთოს. მხოლოდ ასეთ ვითარებაში შეიძლება შერიგება-მორიგება. შერიგება მოხდება მაშინ თუკი გონიერება გაიმარჯვებს, მაგრამ ამის ალბათობა სულ უფრო მცირდება რაც გადის დროს. ამას მაფიქრებინებს „მეოცნებეთა“ ის ნოყიო ინტერვიუები, რომლებიც ვრცელდება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არავისზე ნაკლები სიჯიუტე ჩვენ პრეზიდენტს არ ახასიათებს. მით უმეტეს, მაშინ როდესაც იგი ცამდე მართალია“, - განუცხადა სოსო ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსს“. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics