|
2016-04-15 15:33:53, 1113 ნახვა
მსოფლიო
Reuters-ის ყოფილმა ჟურნალისტმა The Los Angeles Times-ის საიტი გატეხა
Reuters-ის ყოფილმა ჟურნალისტმა მეტიუ კიზმა გაზეთ The Los Angeles Times-ის საიტი გატეხა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. როგორც მედია საშუალება იუწყება, კიზმა ჰაკერების დაჯგუფება Anonymous-ს გაზეთის საიტის პირადი მონაცემები და პაროლი გადასცა. ჟურნალისტს ბრალი 2015 წლის ოქტომბერში წაუყენეს, თუმცა ის სასჯელის მოხდას მიმდინარე წლის ივნისში დაიწყებს. მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. შეგახსენებთ, რომ ჰაკერებმა გაზეთის საიტი 2010 წელს გატეხეს. მედიის ინფორმაციით, მათ საიტზე განთავსებული ერთ-ერთი სტატიის შინაარსი შეცვალეს, თუმცა გაზეთმა ეს შეცდომა 1 საათში გამოასწორა. კიზი ამ პერიოდში უკვე Reuters-ის ჟურნალისტი იყო. როგორც კი სააგენტომ კიზის ჩადენილი დანაშაულის შესახებ გაიგო, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)