22:12 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 15:18:08, 356 ნახვა

პოლიტიკა
ნუკრი ქანთარია "ნაციონალებს": ველოდებით, რომ თქვენი მეგობარი ე.წ. მასტერა ბევრ რამეს იტყვის თქვენს ლიდერებზე

"ველოდებით, რომ თქვენი მეგობარი ე.წ. მასტერა ალბათ ბევრ რამეს იტყვის თქვენს ლიდერებზე,  თუ როგორ ხდებოდა  მონტაჟი, როგორ  გინდოდათ შემდეგ მისი ტირაჟირება, პირადი გამოყენებისთვის უნდა ყოფილიყო, ერთგვარად დასატკბობად, თუ მხოლოდ შანტაჟისთვის",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მომსენით განიხილავენ.

ქანთარიას თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ხალხი პასუხს 2016 წლის არჩევნებზე გასცემს:

"პროკურატურაც და სხვა სტრუქტურებიც მაქსიმალურად შეეცადნენ, ამ მოკლე ვადაში გამოეაშკარავებინათ გარკვეული ჯგუფები და ეჭვმიტანილთა ჯგუფები არის უკვე დაკავებული და  ველოდებით, რომ თქვენი მეგობარი ე.წ. მასტერა ალბათ ბევრ რამეს იტყვის თქვენს ლიდერებზე,  თუ როგორ ხდებოდა ამის მონტაჟი, რანაირად ხდებოდა ეს ყველაფერი, როგორ  გინდოდათ შემდეგ მისი ტირაჟირება, პირადი გამოყენებისთვის უნდა ყოფილიყო, ერთგვარად დასატკბობად, თუ მხოლოდ შანტაჟისთვის, ამ ყველაფერს პასუხი აუცილებლად უახლოეს ხანში გაეცემა. მთავარ პასუხს კი, 2016 წლის არჩევნებზე მიიღებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დარბაზში 1-2, თითზე ჩამოსათვლელი თქვენი წევრი იქნება, ისიც ისეთი რომელთა სახეებიც ნაკლებად გაახსენებს საზოგადოებას იმ ბნელ, მართლაც საშინელ წარსულს, სადაც თქვენ ამდენი ხნის განმავლობაში იყავით და კიდევ გყოფნით თავხედობა იმისა, რომ საჯაროდ განაცადოთ, რომ აი, ჩვენ აუცილებლად მოვალთ- თქვენ ვერსად ვერ მოხვალთ, თქვენ მხოლოდ წახვალთ",-მიმართა ნუკრი ქანთარიამ "ნაციონალურ მოძრაობას".

შეგახსენებთ, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე იგივე "მასტერა" თბილისში 22 მარტს ჩამოიყვანეს. იგი ჰოლანდიაში საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით 2014 წლის ივნისში დააკავეს. გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად,  „ნავთლუღის“ ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის, შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება,

ცნობისთვის, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფებოდა. 47 წლის გიორგი დგებუაძე საქართველოდან წლების წინ წავიდა, მის დასაკავებლად კი პროკურატურამ 2013 წელსვე ინტერპოლს მიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics