19:24 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 19:03:03, 517 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე 5 კანდიდატი დარეგისტრირდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე ხუთი კანდიდატის განცხადებაა შესული. თავდაპირველად შვიდი კადიდატი ფიქსირდებოდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მსურველთა რეგისტრაციის ვადა 18:00 საათზე ამოიწურა. 

კომისიის გადაწყვეტილებით ორმა მათგანმა, ინესა მერაბიშვილმა და მერაბ ელიაშვილმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონით დადგენილი ნორმა ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით ვერ დააკმაყოფილეს. არჩევნები 20 აპრილს გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ გამოვლინდება რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

„დღეს დღის პირველ ნახევარის ჩათვლით ჩვენ მიღებული გვქონდა მხოლოდ ოთხი განაცხადი. ამ ოთხი განაცხადიდან საარჩევნო კომისიამ ორ პიროვნებას ასაკობრივი ცენზის გამო უთხრა უარი კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნაზე, ხოლო დანარჩენი ორი დაარეგისტრირა კანდიდატად. დღის მეორე ნახევარში კანცელარიამ მიიღო კიდევ სამი განაცხადი. კენჭისყრა დანიშნულია 20 აპრილს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კომისიას შედეგების დათვლისთვის და გამოქვეყნებისთვის დადგენილი აქვს 24 საათიანი ვადა“,-განაცხადა თბილისის უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მდივანმა დემეტრე ეგნატიშვილმა.

კანდიდატების განცხადებით, მათი მთავარი პრიორიტეტი  უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებისთვის მომზადება იქნება. კანდიდატები ასევე ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ავტონომიისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოხდეს. 

„გადასახედია ჩვენი მიდგომა ავტონომიის მიმართ. აქამდე ავტონომია ჩვენთან გაგებული იყო, როგორც ერთგვარი ფეოდალური შეუვალობა. ვინც იყო უფროსი მას ჰქონდა უფლება გაეკეთებინა ის, რაც მიაჩნდა საჭიროდ. მე მგონია, რომ ჩვენ პირიქით უნდა გავაკეთოთ, ავტონომია უნდა დაეფუძნოს სტუდენტის და რექტორის აკადემიურ თავისუფლებას“,-განაცხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან გორდეზიანმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics