|
2016-04-14 15:02:35, 881 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა დაათვალიერა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ ოფიციალურად გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა საგამოფენო სტენდები დაათვალიერა და მის მონაწილეებს გაესაუბრა. გამოფენაში წელს 68 ქვეყანა და ორგანიზაცია მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს გარდა, წარმოადგენენ ესტონეთს, ლატვიას, ბელარუსს, თურქეთს, ინდონეზიას, ყაზახეთს, ტაილანდსა და უკრაინას. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის განვითარება საქართველოს ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. „ჩვენ შევიმუშავეთ ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომლის თანახმადაც დღეს არსებული 5,9 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის რაოდენობა 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. ყოველი ასეთი გამოფენა ამ მიზნის მიღწევას ხელს უწყობს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ტურიზმის სფეროში მოღვაწე ყველა კომპანიას სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ და შესთავაზონ პროდუქცია და მომსახურება, ყველა დაინტერესებულ პირს, ასევე ფართო საზოგადოებას. მისი განცხადებით, ესაა ადგილი იმისათვის, რომ შეისწავლონ საქართველოში ტურიზმის ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები და მიიღონ პირდაპირი წვდომა მონაწილეებთან და მომწოდებლებთან ტურიზმის სექტორიდან საქართველოსა და მთელი მსოფლიოდან. საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 16 აპრილამდე გასტანს. მისი მხარდამჭერები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, დაცული ტერიტორიების სააგენტო და National Tourism Awards. გამოფენა წარმოადგენს მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებებს, ასევე მრავალ სხვა ამ სფეროსთან დაკავშირებულ პროდუქტს. წლევანდელი გამოფენა თბილისში მე-18-ჯერ იმართება.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)