|
2016-04-14 14:33:10, 562 ნახვა
საზოგადოება
"ვისოლ ჯგუფმა" კარიერული განვითარების ფორუმი გამართა
"ვისოლ ჯგუფმა" პირველად საქართველოში "კარიერული განვითარების ფორუმი" გამართა. კომპანიამ საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული სასწავლებლების აკადემიური პერსონალის ჯგუფს განვითარების გეგმები და ადამიანური რესურსების კუთხით საჭიროებები გააცნო. როგორც "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, ის მოხარულია, რომ "ვისოლ ჯგუფს" აქვს საშუალება საქართველოს წამყვან უნივერსიტეტების დეკანატებს ადამიანური რესურსები წარუდგინონ. "ვისოლ ჯგუფის" განვითარების ტემპების პროპორციულად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე. მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების თუ პროფესიული სასწავლებლების დეკანატს ადამიანური რესურსების კუთხით ჩვენი საიროებები გავაცნოთ, რომ მათ სასწავლო პროგრამები ბაზრის მოთხოვნებს კიდევ უფრო მეტად მოარგონ და გამორჩეულ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცენ "ვისოლ ჯგუფის" თუ სხვა წამყვანი ბიზნეს ორგანიზაციების გუნდის წევრები გახდნენ. "ვისოლ ჯგუფის" კორპორაციული კულტურა ითვალისწინებს, რომ კომპანიის წარმატების ისტორიას თთოეული თანამშრომელი ქმნის. შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ პირველ ბიზნეს საუძველზეც დასაქმების ბაზარზე საჭიროებაზე მოგებულ პროფესიული ცოდნითა და კომპეტენციებით აღჭურვილ პერსონალს მივიღებთ", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ. 5000-მდე თანამშრომლით "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. "ვისოლ ჯგუფი" ყველა თანამშრომელს განვითარების და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას თანაბრად აძლევს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ 2011 წელს "ვისოლ ჯგუფის" აკადემია ჩამოაყალიბა, სადაც ჯგუფის ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს კვალიფიკაცია აიმაღლოს, ახალი კომპეტენციები შეიძინოს და დაწინაურდეს. "ვისოლ ჯგუფი" ყოველწლიურად მართავს "სტუდენტურ დასაქმების ფორუმს", რომლის შედეგადაც ასობით სტუდენტს მიეცა "ვისოლ ჯგუფში" პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ეს ღონისძიება არის იმის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს კომპანია, როგორ უნდა თანამშრომლობდეს სახელმწიფოსთან, იმისათვის, რომ მოხდეს ადამიანური კაპიტალის განვითარება და მისი მიწოდება შრომის ბაზარზე. მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს სხელმწიფოსაც მოისმინოს ბიზნესის მხრიდან მათი საჭიროებები. სახელმწიფო დაგეგმავს სწორ პოლიტიკას განათლების კუთხით. მადლობა "ვისოლ ჯგუფს" ამ თანამშრომლობისთვის. ის ამართლებს თავის ლიდერ პოზიციას. მალე გვექნება შედეგები დასაქმების მაჩვენებლების გაზრდის კუთხით", - განაცხადა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ. (R)
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)