05:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 13:54:55, 696 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო ირანთან ელექტროენერგიით ვაჭრობას გეგმავს

საქართველო ირანთან  ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინსიტრმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას სანქციები მოეხსნა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მე მოხარული ვარ, თუ ჩვენ შევძლებთ სრულყოფილად განვახორციელოთ იგი. ეს ითვალისწინებს ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას ირანის მიმართულებით. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას სანქციები მოეხსნა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ამ ქვეყნის რესურსები და შესაძლებლობები. დღეს ჩვენ ელექტროენერგიით ვაჭრობა გვაქვს თურქეთის მიმართულებით; ასევე პატარა მოცულობებით, თუმცა მაინც ხორციელდება ელექტროენერგიით ვაჭრობა სომხეთთან; ჩვენ გვაქვს ძალიან მჭირდო, კარგი ენერგეტიკული კავშირები რუსეთთან, აზერბაიჯანთან, თუმცა კარგი იქნებოდა, თუ უფრო გავაძლიერებდით ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის კუთხით გარკვეულ პროექტებს“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ სომხეთის ელექტროგადამცემი ხაზი უფრო მეტი მოცულობების გატარების საშუალებას არ იძლევა.

 „თუმცა ჩვენ როგორც ვიცით, სომხეთი მუშაობს ახალი ლექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურის მშენებლობის პროექტზე, რომელიც 2017 წლისთვის უნდა დასრულდეს. ამ პროექტის განხორცელების შემდეგ ჩვენ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, ინვესტორებს მივცეთ საშუალება, რომ განახორციელონ ვაჭრობა არამარტო თურქეთის მიმართულებით, არამედ სომხეთის გავლით ირანის მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics