|
2016-04-14 13:33:32, 683 ნახვა
საზოგადოება
თამარ სანიკიძე: 2017 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი 800-900 ლარი იქნება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, მასწავლებლის ხელფასის ზრდა 2017 წელსაც იგეგმება. როგორც სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ პერიოდში მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 800-900 ლარი იქნება. ამასთან, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მასწავლებლების საბაზო ხელფასი 50 ლარით იზრდება. „2012 წელს ჩვენ ჩავიბარეთ საბაზო ხელფასი, რომელიც შედგებოდა 245 ლარით, დღეს და დღევანდელი ცვლილების შედეგად, ეს საბაზო ხელფასი არის უკვე 405 ლარის ოდენობით. 2016 წლის აპრილიდან, პრაქტიკოსი მასწავლებლის საშუალო ხელფასი, რა თქმა უნდა, ეს სრულ განაკვეთზეა გაანგარიშებული, არის დაახლოებით 600 ლარი, რომელიც 2012 წელს იყო 360 ლარი. უფროსი მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის უკვე 800 ლარი, რომელიც 2012 წელს იყო 450 ლარი, წამყვანი მასწავლებლის არის 965 ლარი, რომელიც 2012 წელს დაახლოებით, 500 ლარი იყო“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ და დასძინა, რომ სახელფასო ზრდისთვის, მიმდინარე პერიოდისთვის სახელმწიფომ დამატებით 90 მილიონი ლარი მიმართა. „რაც შეეხება 2017 წელს სახელფასო ზრდას, დამატებით 35 მილიონი ლარი იქნება საჭირო. ამის გაზრდის ვალდებულება მთავრობას შესაბამისი განკარგულებით აქვს აღებული, რომელიც არეგულირებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების და წინსვლის სქემას“, - განაცხადა სანიკიძემ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)