|
2016-04-14 11:11:31, 1792 ნახვა
სამართალი
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ინსპექტორის აპარატის მანდატის გაფართოება იგეგმება
„ჩვენი მთავარი მიზანი იყო კანონმდებლობის როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ასევე სხვა კანონების სრულ ჰარმონიზაციაში მოყვანა ევროპულ რეგულაციებთან“, - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ქალდანის თქმით, პროექტი ითვალისწინებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში რამდენიმე პრინციპულ ცვლილებას. რომელთა მიზანია არსებული კანონმდებლობის დახვეწა. მისი ევროპის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ინსპექტორის აპარატის ეფექტურობის გაზრდა. ამასთან ქალდანის განცხადებით, ცვლილებები პრაქტიკულად ყველაფერს ეხება. „ჩვენი მთავარი მიზანი იყო კანონმდებლობის როოგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ასევე სხვა კანონების სრულ ჰარმონიზაციაში ევროპულ რეგულაციებთან მოყვანა. მათ შორის განახლებულ კონვენციის ტექსტთან. ეს ერთი მხრივ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებაა, მეორე მხრივ ბუნებრივია ასახავს იმ ხარვეზებს რომელიც შეიძლება არსებობდეს კანონმდებლობაში. ცვლილებები პრაქტიკულად ყველაფერს ეხება, სწორედ იმიტომ რომ არსებითად შეიცვალა ევროპული სტანდარტები. ეხება როგორც მოქალაქეების უფლებებს ასევე ორგანიზაციების ვალდებულებებს, ეხება სანქციების გამკაცრებას, იმ შემთხვევაში თუკი ბევრი ადამიანის უფლებები იქნება დაზარალებული. ნაწილობრივ ეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, ინსპექტორის მანდატის გაფართოებას. საკმაოდ კომპლექსური იყო სამუშაო, რომელიც ჩვენ გავწიეთ. რა თქმა უნდა ამ პროცესში ევროსაბჭოს და მათი ექსპერტების მუშაობა იყო მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თამარ ქალდანმა. ჟურნალისტის კითხვაზე თუ ვინ მოახდენს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ინფორმაციულ აუდიტს, ქალდანის განცხადებით, უშუალოდ ინსპექტორი განახორციელებს აუდიტს თუ კონტრაქტორი ამაზე პარლამენტთან ერთად იმსჯელებენ. „რაც შეეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დამატებით უფლებამოსილებას თუ ტექნიკური გადაწყვეტილებების მოძიებას ეს არის მნიშვნელოვანი. როგორც იცით ზოგადად ეს ფუნქცია ახალია, მხოლოდ 9 თვეა ვახორციელებთ მას. აქედან გამომდინარე არის საკითხები, სადაც ვფიქრობთ, რომ შეიძლება საკმარისი არ იყოს უკვე გაწერილი უფლებამოსილებები. ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი არის მნიშვნელოვანი საკითხი უკვე ტექნიკურად ვინ მოახდენს აუდიტს, ჩვენ თუ კონტრაქტორი, ამაზე პარლამენტთან ერთად ვიმსჯელებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ქალდანმა. ცნობისთვის, ქალდანმა საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი გააცნო. კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები უნდა განხორციელდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში და ასევე 8 სხვა კანონში. შემოთავზებული ცვლილებებით ფართოვდება კანონის მოქმედების სფერო. რეგუალციის მიღმა დარჩენილი აუდიოკონტროლი ექცევა საკანონმდებლო ჩარჩოში, მკაცრდება სანქციები ისეთი დარღვევების მიმართ, რომელიც ეხება დიდი ოდენობით მონაცემთა უკანონო დამუშავებას. ცვლილებების მიხედვით, ინსპექტორს ენიჭება უფლებამოსილება მოითხოვოს კონტროლის ელექტრონული სისტემისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)