|
2016-04-13 15:31:05, 598 ნახვა
საზოგადოება
პეკინის „როტარი კლუბის“ შეხვედრაზე ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქში, სასტუმრო „კემპინსკში“ გამართულ პეკინის „როტარი კლუბის“ (Rotary Club of Beijing) შეხვედრზე, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სიტყვით საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ჩინეთში, დავით აფციაური გამოვიდა და სტუმრებს საქართველო და ქართული ღვინის კულტურა გააცნო. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი კომპანიის 12 დასახელების ქართული ღვინო. „როტარი კლუბის“ ღონისძიება ქართული ღვინის საქველმოქმედო აუქციონით დასრულდა. კლუბის წევრებმა საქველმოქმედო აუქციონზე შეიძინეს: შატო მუხრანის "პრინცის რეზერვი", უსახელაურის „უსახელაური“, დავით მაისურაძის "მუკუზანი", თელედას "რქაწითელი" და "საფერავი" და თელიანი ველის "საფერავი". შემოსული თანხა 6100 RMB (დაახლოებით 1000 აშშ დოლარი) 21 აპრილს ბავშვთა ორგანიზაციას „Chunmiao Little Flower“ საჯაროდ გადაეცემა. პროექტის მხარდაჭერისათვის, პეკინის „როტარი კლუბის“ პრეზიდენტმა დანიელ ალბრეხტმა (Daniel Albrecht) მადლობა გადაუხადა ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ელჩს დავით აფციაურს, ღონიძიებაში მონაწილეობისა და უნიკალური ქართული ღვინის წარდგენისათვის. „როტარი კლუბი“ არის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ბიზნესის წარმომადგენლებსა და პროფესიონალ ლიდერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად, მსოფლიოს 200 ქვეყანაში დაფუძნებულია 33 ათასი „როტარი კლუბი“, რომლებიც 1,2 მლნ როტარიელს აერთიანებს. პეკინის „როტარი კლუბი“ 1924 წელს შეიქმნა და 47 წევრისაგან შედგება.
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)