17:31 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 14:36:53, 625 ნახვა

საზოგადოება
„გოგონათა კლუბის“ წევრები თბილისის საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფეტივალის საზეიმო დახურვას დაესწრნენ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სსიპ "კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის" ინიციატივით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროექტ „გოგონათა კლუბის“ წევრები თბილისის  საგუნდო მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალის დახურვას დაესწრნენ.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, საზეიმო დასკვნითი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ უნგრეთიდან გოგონათა გუნდი „ანგელიკა“, ფესტივალში მონაწილე აკადემიური და საბავშვო გუნდები, რომლებიც მსმენელის წინაშე თითო ნაწარმოებით წარსდგნენ. ამ ფესტივალის ტრადიციის მიხედვით, დასკვნითი კონცერტის ბოლო ნომრად, მონაწილე გუნდებმა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ შერჩეული ნაწარმოები შეასრულეს.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2013 წელს, თბილისის მერიის ხელშეწყობით და ხელოვნებათმცოდნე მაია ჩაჩავას ინიციატივით დაფუძნდა. მისი მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია.

„გოგონათა კლუბი“ იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი პროექტია, რომელიც მედიაციის სახლში მიმდინარეობს. აქცენტი კეთდება სოციალურად დაუცველ არასრულწლოვან გოგონებზე. მისი მიზანია გოგონებმა თავისუფალი დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარონ. ამ მიზნით იუსტიციის მინისტრსა და სსიპ „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს" შორის, 2015 წელს გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარები სხავადსხვა კულტურულ ღონისძიებებს აქტიურად ესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics