17:31 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 13:59:29, 466 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიწის კონსოლიდაციის საკითხებზე იმსჯელეს

მიწის კონსოლიდაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ხელმძღვანელობდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიწის კონსოლიდაციის კონცეფციის შემუშავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მიწების აღრიცხვიანობის, გადასახადების დარეგულირებისა და მცირე ზომის მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციის მექანიზმის შემუშავება ქვეყანისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.

გამოცდილების გაზიარების მიზნით, ევროპული ქვეყნების მიწის კონსოლიდირების პროცესების ზოგადი მიმოხილვა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, ექსპერტმა მიწის გამოყენების საკითხებში - მორტენ ჰარტვიგსენმა წარმოადგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics