18:54 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 13:58:12, 325 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს ბარამიძე და ვოლსკი დაუპირისპირდნენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულმა რეზოლუციის პროექტმა ცხარე კამათი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე დაინტერესდა, თუ როდის განიხილავს უმრავლესობა მომზადებულ კანონპროექტს.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, , „ნაციონალური მოძრაობა“  საკითხის დღის წესრიგში მოწინავე ადგილებზე ჩასმას უკვე დაახლოებით ერთი თვეა ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

ბარამიძეს გამოსვლას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი გამოეხმაურა. მანვე აღნიშნა, რომ სიტუაციის ისეთი წარმოჩენა ხდება, თითქოს ხელისუფლება ამ საკითხის მიღებას ეწინააღმდეგება.

ამ განმარტების შემდეგ ბარამიძე და ვოლსკი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„გაჩუმდი-მეთქი! რა უზრდელობას აქვს ადგილი?“ - მიმართა ვოლსკიმ ბარამიძეს.

„ჩამორჩენილები თქვენ ხართ და თქვენთან უაზრო დისკუსიაში ჩართვას არ ვაპირებ“, - უპასუხა ბარამიძემ.

დეპუტატების კამათში უმცირესობის კიდევ ერთი წევრი მიხეილ მაჭავარიანიც ჩაერთო. მაჭავარიანბმა აღნიშნა, რომ ის 25 წელია პარლამენტის წევრია და იცის თუ როგორ განიხილება დღის წესრიგში საკითხები.

„ოთხი თვეა, რაც ამ საკითხის განხილვას ვითხოვთ და მოგიწოდებთ, საკითხს ნუ გადავწევთ უკან. რიგითობა დავიცვათ. ვიზალიბერალიზაცია საერთო საკითხია და ამ საკითხმა უნდა გაგვაერთიანოს და არა პირიქით - გაგვყოს“, -  აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა.

ამასთან, როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, ბიურო რეზოლუციის პროექტის დღის წესრიგში ჩასმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics