18:55 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 12:59:52, 435 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: ირმა ინაშვილის პარტიას ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ექსპრესნიუსთან" ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI) კვლევის შედეგებს  აფასებს.

 ბოლო კვლევებში გამოიკვეთა, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ და არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 15 პროცენტი კოალიცია ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 13 პროცენტი - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 6 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 4 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას და 3 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "პატრიოტთა ალიანსს" ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება, თუმცა მისივე თქმით, პროცენტები მთავარი არაა.

ხუხაშვილის თქმით, პრობლემა ისაა, რომ ამომრჩეველი უარს ეუბნება, როგორც ხელისუფლებას,  ისე- ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკური ელიტის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დგას.

"მე ვფიქრობ, ირმა ინაშვილის პარტიას  ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება,   მაგრამ ეს არაფერს  ნიშნავს. საერთო ჯამში გვაქვს სურათი, როდესაც საშუალო ამომრჩეველი  ქართველი უარს ეუბნება ყველა პარტიას.ესაა პრობლემა.

ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რომ ვინც არჩევნებში მონაწილეობს,  ყველა შევიდა პარლამენტში და ერთად  დააკომპლექტეს ხელისუფლება, ის მაინც ვერ იქნება არსებულ ვითარებაში ლეგიტიმური და  და შესაბამისად ეს ქმნის კრიზისის წინა პირობას.მთავარია, ამომრჩეველმა გააკეთოს თავისი არჩევანი რომელიმე პარტიაზე და ჩვენ შევძლოთ ავწიოთ აქტივობა 50%-ზე ზევით იმისათვის, რომ  არ მივიღოთ  პოსტსაარჩევნო პერიოდში  სერიოზული კრიზისი. ჯერჯერობით, ამის ყველა წინა პირობა არსებობს",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" გია ხუხაშვილმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ს კვლევის თანახმად,  მოსახლეობა ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების მუშაობით უკმაყოფილოა. მოქალაქეები, ამავდროულად, მიიჩნევენ, რომ არჩეული თანამდებობის პირები მიუწვდომლები არიან და ვერ ახერხებენ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას.

მოქალაქეების შფასებით,  პარლამენტის წევრები მოსახლეობის აზრს არ ითვალისწინებენ ან მათი პრობლემების გადასაჭრელად შესაბამის ზომებს არ იღებენ.

რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, არც ერთ სამინისტროს არ მიუღია მოსახლეობის უმრავლესობისგან დადებითი შეფასება. მოქალაქეები ყველაზე დადებითად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აფასებენ, რასაც მოსდევს იუსტიციის სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელისუფლების ლიდერებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო: 27 პროცენტი მის საქმიანობას აფასებს "კარგად", 42 პროცენტი "საშუალოდ", და მხოლოდ, 6 პროცენტი აფასებს მას "ცუდად".

კითხვაზე “ხვალ რომ არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას”, მოსახლეობის უმრავლესობა (61 პროცენტი) ამბობს, რომ კვლავ არ აქვს გადაწყვეტილი თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს; მათ შორის გადაუწყვეტელია იმ ამომრჩევლების ნახევარიც, რომლებიც სავარაუდოდ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას.

რესპონდენტების 16 პროცენტმა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო დაასახელა როგორც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია, 15 პროცენტი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ემხრობა, 9 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 5 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას, 5 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 15 პროცენტი კოალიცია ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 13 პროცენტი - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 6 პროცენტი - თავისუფალ დემოკრატებს, 4 პროცენტი - ლეიბორისტულ პარტიას და 3 პროცენტი კი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს.

ბოლო კვლევებში გამოიკვეთა, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ და არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics