18:53 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 12:45:31, 316 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, ჯეფრი ფელტმანს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გაეროსა და საქართველოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. აღნიშნეს,  მსოფლიოში არსებული გამოწვევების  აღმოფხვრის პროცესში  გაეროს ჩართულობისა და გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპების საფუძველზე სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.  

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და  რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.  საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს მიაწოდა  ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში  არსებული მდგომარეობის შესახებ. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესსა და   ადამიანის უფლებების  დარღვევის ფაქტებზე. 

ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ანექსიის პოლიტიკის გამო, რისი ნათელი მაგალითია სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ბოლოდროინდელი განცხადებები რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას და უგულებელყოფს გაეროს ქარტიით გათვალისწინებულ ფუნდამენტური პრინციპებსა და მოსკოვის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, უპირველესად, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების  მნიშვნელობა და ამასთან დაკავშირებით  მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს თანათავმჯდომარის საქმიანობისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა თანათავმჯდომარეების როლს დღის წესრიგით გათვალისწინებული ისეთი ძირითადი საკითხების შესრულების პროცესში, როგორებიცაა: ძალის გამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

შეხვედრაზე  დადებითად შეაფასეს  გალის ინციდენტებისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე შეთანხმების  მიღწევა და გამოთქვეს იმედი, რომ მექანიზმი შეუფერხებლად გააგრძელებს მუშაობას  სტაბილურობისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

თავის მხრივ, გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გაეროს ურყევი პოზიცია დაადასტურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics