|
2016-04-13 12:37:29, 681 ნახვა
საზოგადოება
დადიანის ქუჩაზე მდებარე უძველესი ისტორიული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
თბილისის მერიის ინფორმაციით, შალვა დადიანის და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთაზე N34/17-ში მდებარე ისტორიულ საცხოვრებელ სახლს სრული რეაბილიტაცია და რესტავრაცია ჩაუტარდება. ასევე, გამაგრდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მომიჯნავედ, შალვა დადიანის ქ. N32-ში მდებარე შენობას. მერიის ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, შალვა დადიანის ქ. N34/17 -ში მდებარე შენობის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროექტი „icomos საქართველოს“ მიერ შექმნა. XIX საუკუნის შუა ხანებში აგებული სახლი, ქვემო კალას განაშენიანების უნიკალური ნიმუშია და ძველი ქალაქის გალავნის გოდოლ-ბურჯზეა აშენებული. ისტორიის თანახმად, სახლი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ნაგებობად ითვლება და ძველი არქიტექტურის ღირსეულ ნიმუშს წარმოადგენს. შენობის განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი აჟურული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია. რეაბილიტაციის შედეგად, ისტორიული შენობა ძველი პროექტის მიხედვით აღდგება. თბილისის განვითარების ფონდმა ორივე შენობის სარეაბილიტაციო- სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება იწყება 29.04.2016 00:00 საათზე და მთავრდება 04.05.2016 14:30 საათზე. შალვა დადიანის ქ. 34/17 და N32-ის სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 1 640 570 ლარს შეადგენს. სატენდერო პირობების ხილვა მომსახურების შესყიდვაზე შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)