|
2016-04-13 12:34:06, 412 ნახვა
პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი: დავით ბაქრაძე ყველა მონაცემით პირველ ადგილზეა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი პეტრე ცისკარიშვილი NDI-ს კვლევებს ეხმაურება. როგორც ცისკარიშვილი აცხადებს, ოცნების რეიტინგი კატასტროფულად იკლებს. „მონაცემები დაახლოებით თანაბარია, მაგრამ ძალიან ბევრი რჩება ისეთი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას. ჩვენ ამ ხალხთან ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. ვიცით, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ელექტორატი გვყავს, მაგრამ ამის მიღმა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თვალი გავუსწოროთ იმ პრობლემებს, შეცდომებს, რაც წარსულში გვქონდა, ხალხს დავანახოთ, რომ ჩვენ ვისწავლეთ ამ შეცდომებზე და ამავდროულად დავანახოთ ჩვენი სამომავლო ხედვა - რა ტიპის რეფორმებს გავატარებთ იმისთვის, რომ ამ გაჭირვებიდან გამოვიყვანოთ ჩვენი ხალხი და ქვეყანა. რაც შეეხება მონაცემებს, ეს შუალედურია, გასაგებია, რომ ოცნების რეიტინგი კატასტროფულად იკლებს, მაგრამ ისევდა ისევ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიმატოთ ამომრჩეველი“, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა. მან „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის დავით ბაქრაძის რეიტინგზეც იუსაუბრა და განაცხადა, რომ ეს მისი პიროვნული და პარტიული საქმიანობის დამსახურებაა. „დავით ბაქრაძე ყველა მონაცემით, როგორც სამსახურეობრივი საქმიანობის მოწონებით, ასევე პირადი სიმპატიით პირველ ადგილზე გავიდა, რაც ძალიან კარგია. ეს დათოს პიროვნული და პარტიული საქმიანობის დამსახურებაა. ის მუდმივ შეხებაშია ხალხთან, დადის შეხვედრებზე, ისმენს მათ პრობლემებს, ცდილობს გადაწყვიტოს ეს პრობლემები და ხშირად წარმატებითაც. ასე, რომ მისი პიროვნული მონაცმეების, მუშაობის და რა თქმა უნდა პარტიის ბოლო პერიოდის მოღვაწეობის შედეგია ეს რეიტინგი“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)