10:42 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 11:44:39, 390 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ს კვლევით თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობას ბიძინა ივანიშვილი არ მოსწონს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად გამოკითხულთა უმეტესობას - 42%-ს არ აქვს პასუხი კითხვაზე რომელი პოლიტიკოსი არ მოსწონს. მათგან კი ვინც კონკრეტული პოლიტიკოსები დაასახელა ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი არ მოსწონს - 4%. მას მოსდევენ ეკა ბესელია, გიგა ბოკერია და გოგი თოფაძე - 3-3%-ით.

კერძოდ კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი არ მოგწონთ გამოკითხულთა 4% პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ მოსწონს. 3-3% ამბობს, რომ არ მოსწონს ეკა ბესელია, გიგა ბოკერია და გოგი თოფაძე, 2-2%-ს არ ამოსწონს მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და თინა ხიდაშელი, 13% პასუხობს, რომ სხვა, 2% ამბობს, რომ არცერთი, კითხვაზე პასუხი არ აქვს 42%-ს, ხოლო 16%-მა კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics