19:14 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 00:10:29, 368 ნახვა

პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: ოცნება ნამდვილად აუსრულდათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში

"ოცნება ნამდვილად აუსრულდათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში" - ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ "არჩევანში" განაცხადა. 

მისი თქმით, მას კვლევა არ სჭირდებოდა, რადგან ის მოსახლეობას ხვდება და პირადად იცის, რომ მოსახლეობაში მძიმე ფონია.

ბურჯანაძე "ქართული ოცნების" წევრებს წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს და აცხადებს, რომ დღეს ხელისუფლება ფიქრობს და ზრუნავს მხოლოდ იმაზე, როგორ გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა.

"ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდა იმ არასწორი პოლიტიკის გამო, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს. დღეს ოცნება ნამდვილად აუსრულდათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში. ილუზიებში ნუ იქნებიან, საკონსტიტუციო უმრავლესობას ნამდვილად ვერ აიღებენ. ძალიან ბედნიერები უნდა იყვნენ, თუკი უბრალო უმრავლესობას მაინც აიღებენ," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მან იქვე აღნიშნა, რომ ის არ ენდობა NDI-ის კვლევას. ამიტომ პარტიულ რეიტინგებს, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება, სერიოზულად არ მიიჩნევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics