|
2016-04-12 17:23:35, 520 ნახვა
საზოგადოება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერების მიზნით სერვისების განვითარების სააგენტოსა და UNDP-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობის ახალ ფაზაზე გადადის. სერვისების განვითარების სააგენტომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნები, დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, წარმატებით შეასრულა და სააგენტოში მიმდინარე პროცესების დახვეწას განაგრძობს. აღნიშნული ინიციატივის მიზანი პერსონალურ მონაცემთა უწყვეტი დაცვის უზრუნველყოფაა. 12 აპრილს იუსტიციის სახლში აღნიშნული თანამშრომლობის პროგრამის თაობაზე პირველი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი პატარიძემ და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის თანაშემწემ, ნათია ნაცვლიშვილმა გახსნეს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, როგორც ქვეყანაში მოსახლეობის უმსხვილესი მონაცემთა ბაზის მფლობელი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გამცემი ორგანო, მუდმივად ზრუნავს საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაზე პერსონალურ მონაცემთა საიმედოდ დაცვის მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების დამკვიდრებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებულობაზე. "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, როგორც ქვეყანაში მოსახლეობის უმსხვილესი მონაცემთა ბაზის მფლობელი და საქართველოში საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გამცემი ორგანო, სრულად აცნობიერებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებულობაზე", - განაცხადა შეხვედრის გახსნაზე სახელწმიფო სერვისების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძემ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და UNDP-ის შორის თანამშრომლობა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არსებული ბიზნესპრაქტიკის რისკების ანალიზს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ადამიანის უფლებების შესახებ პერსონალური მონაცემების დაცვის პოპულარიზაციას. "გაერო-ს დახმარების მიზანია, საქართველოს ეროვნული შესაძლებლობების გაზრდა ადამიანის დაცვის იმ სფეროებში, რომლებიც განისაზღვრა ევროკავშირისა და საქართველოს შეთანხმებით. პირადი ცხოვრებისა და პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა ამ დახმარების მნიშვნელოვანი შემადგენელია", -აღნიშნა UNDP-ის პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელმა ნათია ნაცვლიშვილმა. თანამშრომლობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამის - „ადამიანის უფლებები ყველასათვის - ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის ხელშეწყობა" - ფარგლებში. პროგრამა გაეროს ოთხი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) - ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)