17:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 13:13:28, 349 ნახვა

პოლიტიკა
ქუცნაშვილი: საპარლამენტო მმართველობის სისტემაში შეუძლებელია პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური ლიდერი იყოს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, საპარლამენტო მმართველობით სისტემაში ნორმალურია, რომ პრემიერი, პარლამენტის წევრად წარდგენის შემთხვევაში, აღარ გადადგეს.

მისივე თქმით, საპარლამენტო მმართველობის სისტემაში შეუძლებელია  პრემიერ მინისტრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყოს.

„ერთი შეხედვით, მართლაც ასე ჩანს, რომ პრემიერმინისტრისთვის შეუთავსებლობა არ იქნება პასიური საარჩევნო უფლების გამოყენებისას. მაგრამ, საპარლამენტო მმართველობის სისტემაში შეუძლებელია  პრემიერ მინისტრი იყოს  ოპოზიციური პარტიის ლიდერი, საპარლამენტო მმართველობის სისტემაში პრემიერი ყოველთვის არის მმართველი პარტიის  ლიდერი.

გამოდის ის, რომ ყოველი 4 წლის მორიგი არჩევნების  წინ, პრემიერი უნდა გადადგეს და თან გადადგეს კენჭისყრამდე  30 დღით ადრე. მოგეხსენებათ, სიის წარდგენის ბოლო ვადა არის 30 დღე.შესაბამისად, ის ერთი თვე პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, დაამტკიცოს  ახალი მთავრობა, რაც აბსურდია იქიდან გამომდინარე, რომ  ამ ორკვირიან მთავრობას არანაირი ძალა არ ექნება და მეორეც პარლამენტს პირდაპირ ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში  შეკრებების ჩატარება. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო მმართველობით სისტემაში ეს არის ნორმალური იმიტომ, რომ ვერავინ დამისახელებს, რომ საპარლამენტო მმართველობით სისტემაში ოპოზიციური პარტიის ლიდერი შეიძლება იყოს პრემიერი“,-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრს, თუ ის პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი, თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება.  აღნიშნულს  „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი. კანონპროექტის ავტორების განმარტებით,  აღნიშნული დემოკრატიული ქვეყნების ტრადიციას არ შეესაბამება.

„პრემიერმინისტრი, როგორც წესი, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ან მმართველი კოალიციის პოლიტიკური ლიდერია და ახალ საპარლამენტო არჩევნებში წარუძღვება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს. პრემიერმინისტრის მონაწილეობა საყოველთაოდ დაშვებული და გავრცელებული მოვლენაა. გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერმინისტრის სავალდებულო გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას. ასეთი ვითარება კი, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც შესაძლოა, 2 თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, არანაირად არ შეესაბამება კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობის სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები  დეპუტატები - ზვიად კვაჭანტირაძე და ვახტანგ ხმალაძე არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics