17:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 12:55:41, 436 ნახვა

პოლიტიკა
ხმალაძე: სააკაშვილი პრემიერი თუ იქნებოდა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მასაც უნდა ჰქონოდა

 „თუ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა პრემიერ-მინისტრი, მასაც უნდა ჰქონოდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ ის არ არის და ვერ იქნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე  ვახტაგ ხმალაძემ  კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავდნენ.

ცვლილებების მიხედვით, პრემიერი, პარლამენტის წევრად წარდგენის შემთხვევაში, შესაძლოა, აღარ გადადგეს.

ხმალაძის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება საპარლამენტო ოპოზიციის  პრემიერმინისტრსაც შეეხება.

„თქვენ, რომ მოიგოთ არჩევნები, თქვენი პრემიერმინისტრი რომ იყოს, მასაც არ უნდა ეკრძალებოდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება“, - აღნიშნა ვახტაგ ხმალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრს, თუ ის პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი, თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება.  აღნიშნულს  „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.

მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს საქართველოს პრემიერმინისტრი. კანონპროექტის ავტორების განმარტებით,  აღნიშნული დემოკრატიული ქვეყნების ტრადიციას არ შეესაბამება.

„პრემიერმინისტრი, როგორც წესი, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ან მმართველი კოალიციის პოლიტიკური ლიდერია და ახალ საპარლამენტო არჩევნებში წარუძღვება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს. პრემიერმინისტრის მონაწილეობა საყოველთაოდ დაშვებული და გავრცელებული მოვლენაა. გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერმინისტრის სავალდებულო გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას. ასეთი ვითარება კი, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც შესაძლოა, 2 თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, არანაირად არ შეესაბამება კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობის სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები  დეპუტატები - ზვიად კვაჭანტირაძე და ვახტანგ ხმალაძე არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics