09:00 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 12:13:23, 578 ნახვა

საზოგადოება
ილჰამ ალიევმა ბაქოში საქართველოს სტენდი მოინახულა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი  ბაქოში გამართულ მე-15 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "AITF 2016" წარადგინა.

დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოს სტენდი აზერბაიჯანში ქვეყნის პრეზიდენტმა  ილჰამ ალიევმა მეუღლესთან ერთად მოინახულა.

აჭარის სტენდზე მისულ ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის შესახებ მომზადებულ მრავალფეროვან სარეკლამო მასალებს გასცნობოდნენ  და ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში არსებული ტურისტული პროდუქტების შესახებ.

ბაქოს გამოფენაზე "AITF 2016" 42 ქვეყნის 300-ზე მეტი ტურისტული კომპანია იყო  წარმოდგენილი. გამოფენის ვიზიტორებს ექსკლუზიურ შემოთავაზებებს ტურისტული ორგანიზაციები, სასტუმრო სექტორი, სანატორიუმები, გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრები, სპორტული და ეკოლოგიური ტურისტული ობიექტები წარუდგენდნენ. 

„აზერბაიჯანი ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. ტურიზმის დეპარტამენტი აზერბაიჯანში გარდა გამოფენაში მონაწილეობისა,  10 აპრილიდან 31 მაისამდე სარეკლამო კამპანიას ახორციელებს. კამპანია მოიცავს როგორც გარე რეკლამას, ეკრანებზე სარეკლამო რგოლების გაშვებას ბაქოს ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე ქალაქის მუნიციპალური ავტობუსების ბრენდირებას აჭარა-ბათუმის სარეკლამო აფიშებით.

პიარ და მარკეტინგული აქტივოებები ასევე მოიცავს ინტერნეტ რეკლამას, პრესს და ინფო ტურიების ორგანიზებას, აზერბაიჯანში 2 დიდ სავაჭრო ცენტრში პრომოაქციების მოწყობასა და ყველაზე რეიტიგნულ რადიოში „მედია FM”  რეკლამის გაშვებას“, - აცხადებენ აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics