17:29 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 17:37:08, 366 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს დელეგაცია მიიღო

იუსტიციის მინისტრმა  გაერო-ს დელეგაცია მიიღო. თეა წულუკიანი გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელ მო დე ბოერ-ბუკიკიოს  შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძეც ესწრებოდა. მო დე ბოერ-ბუკიკიო გაერო-ს სპეციალური მომხსენებელია ბავშვებით ვაჭრობისა და ბავშვთა პორნოგრაფია-პროსტიტუციის საკითხებში.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში განხორციელებული არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების მოგვარების მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტზე. იუსტიციის მინისტრმა დელეგაციის წევრებს მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი გააცნო. აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, თუ ვინ მიეკუთვნება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების კატეგორიას. ასეთ ბავშვთა უფლებები სათანადოდ არ არის დაცული, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი კი უფრო ქმედითს ხდის ნებისმიერი ძალადობისაგან არასრულწლოვნის დაცვის  მექანიზმებს. საუბარი შეეხო ქვეყნიდან ბავშვების  გაყვანის შეზღუდვის მიზნით შემუშავებულ ცვლილებებსაც.

იუსტიციის მინისტრმა გაერო-ს მომხსენებელს ფონდ „სალვეს“ შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიზანი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების  ქუჩისგან განრიდება და მათი კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა იქნება.

გაერო-ს დელეგაცია საქართველოში 11 აპრილს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები შეხვდებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს; სახალხო დამცველს. დელეგაცია ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციასაც გამართავს და საქართველოს 18 აპრილს დატოვებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics