08:29 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 12:06:17, 383 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში იმყოფება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას იღებს ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც დუბაიში იმართება.
პრემიერ-მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრს ეწვია, სადაც სულ მალე საინვესტიციო შეხვედრა ოფიციალურად გაიხსნება. გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე: „Global Leaders Debate.“
მათივე  ცნობით , პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს და მიაწვდის ინფორმაციას ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივების შესახებ.
დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო შეხვედრას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, უმაღლესი თანამდებობის პირები, უმსხვილესი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics