|
2016-04-10 18:25:09, 626 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: საქართველოს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ფართომასშტაბიანი გეგმა აქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინურ ტელეკომპანია CCTV-ის ინტერვიუ მისცა, სადაც „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტზე და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ფართომასშტაბიანი გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში ქვეყნის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება. მისივე განმარტებით, ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" პროექტში ჩართულ ქვეყნებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. „ჩვენთვის „ერთი სარტყელი - ერთი გზა" ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ყველა ქვეყანას სთავაზობს ბევრ ახალ შესაძლებლობას. ჩვენ განვიხილავთ აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის აღდგენას არა მარტო, როგორც ერთი გზის ინიციატივას, არამედ როგორც რამდენიმე გზის გამაერთიანებელ ქსელს. აქ ლაპარაკია კონკურენტუნარიანობაზე, ადამიანებს შორის კონტაქტებზე, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე," - ნათქვამია ინტერვიუში. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ვაჭრობას ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. „ჩვენ ვთვლით, რომ ელექტრონული პლატფორმა, როგორც მნიშვნელოვანი სივრცე, სადაც განთავსდება ინფორმაცია ჩვენი პროექტების შესახებ, რათა ის ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ინვესტორისთვის, ჩინელი ინვესტორების ჩათვლით, ზრდის აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ყველა ქვეყნის ცნობადობას," - აღნიშნავს პრემიერი. ჩინური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხსაც შეეხო. გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ უფრო გაზრდის უცხოელ ინვესტორთა ინტერესს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)