15:50 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 21:12:57, 480 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი სააკაშვილზე: დააკვირდით ბატონი ქინძის განცხადებას

"დააკვირდით რას ამბობს, [სააკაშვილი] თავის თავს უწოდებს და მეც ვიტყვი, დააკვირდით ამ ბატონი ქინძის განცხადებას" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

"მინდა გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ მართლა არ ვთვლი, რომ მის განცხადებებს რაიმე მნიშვნელოვანი გამოხმაურება უნდა მოყვეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მისი განცხადება ერთგვარად აყალიბებს სახეს, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა და მიდგომას, რომელიც ჰქონდა ქვეყნის მმართველობის მიმართ. ეს იყო ერთგვარი იდეოლოგია. დააკვირდით რას ამბობს, თავის თავს უწოდებს და მეც ვიტყვი, დააკვირდით ამ ბატონი ქინძის განცხადებას", - განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ცრუობს, რადგან მის გარეშე ვერავინ გაბედავდა ეთვალთვალა პოლიტიკოსზე. სესიაშვილი სააკაშვილს დიქტატორს უწოდებს.

"ამ შემთხვევაში ვეყრდნობი მისივე განცხადებას. მე არ მჩვევია მსგავსი რამ, მაგრამ მისი განცხადების ფონზე სხვა სიტყვას ვერ ვიტყოდი. რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა?! - მან თქვა, რომ გმობს ამ ფაქტს და არ იცოდა ეს თავისი მმართველობის პერიოდში. ერთგვარად ტაბუს ადებს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რა კარგი გაუკეთებია ვინმეს, მისი ადგილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არისო. მინდა ამ კუთხით დაინახოთ რა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე. მიხეილ სააკაშვილი კვლავაც რჩება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერად. პირველ რიგში ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ცრუობს, რადგან ვერც ერთი ჩინოვნიკი და ვერც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ვერ გაბედავდა მის გარეშე და პოლიტიკური ლიდერების გარეშე ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღო და თვალთვალი განეხორციელებინა პოლიტიკოსებზე. ერთია, რომ ის ცრუობს. წარმოიდგინეთ, საქართველოს პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქვეყანას დიქტატორულ რეჟიმში მართავდა, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ მათ დროს კრიმინალი არ იყო, თუმცა გამოდის მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, რომ ქვეყანაში ხალს აწამებდნენ, 26 ათასი მარტო ასეთი ჩანაწერია გაკეთებული, მედიას აშანტაჟებდნენ და ა.შ. მიხეილ სააკაშვილმა, ასეთმა დიდმა პრეზიდენტმა და დიქტატორმა, არაფერი იცოდა თურმე და არც ჩემმა კოლეგებმა არაფერი იცოდნენ დეპუტატებმა, თურმე არაფერი იცოდნენ და იმის ნაცვლად, რომ ამ ყველაფერს გაემიჯნონ და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან, აცხადებენ, რომ თურმე ლელუაშვილი ყოფილა "ქართული ოცნების" შტაბის უფროსი. ეს არის ტყუილი და სიცრუე. ეს კეთდება იმისთვის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ადამიანის სავარაუდო დანაშაულები და თავისი დანაშაულები გადააბრალოს, რომ თითქოს ვინმე ლელუაშვილი ხელმძღვანელობდა "ქართული ოცნების" შტაბს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics