00:01 - 22 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 14:49:20, 819 ნახვა

სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სპეციალური სამთო წვრთნები გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-მა თანამშრომელმა საბაზისო სამთო მომზადების წვრთნები დაბა გუდაურში გაიარა.

შსს-ს ინფორმაციით, ზამთრის 3 კვირიანი ტრენინგი შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე ჩატარდა.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, რთულ, თოვლიან და მთიან რელიეფზე გადაადგილება, მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში ღამისთევა, თავშესაფრების და თოვლის სახლ „იგლუ“-ს მოწყობა შეისწავლეს. წვრთნების მონაწილეები, ასევე, კრიტიკულ სიტუაციაში ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა-აღმოჩენისა და დაშავებულის საკაცით ევაკუაციის მეთოდებს დაეუფლნენ და სამთო-სათხილამურო პროფესიონალური უნარ-ჩვევები აითვისეს.

მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics