15:10 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 19:32:37, 479 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში     გაეროს ბავშვთა ფონდის ( UNICEF) წარმომადგენელს  საშა გრაუმანს შეხვდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კახა კახიშვილმა საშა გრაუმანს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმებზე, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების/ბრალდებულების რეაბილიტაცია-რესოზიალიზაციის კუთხით არსებულ პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა; ასევე, დაინერგა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით, სასჯელის აღნიშნული სახე უკვე ორ არასაწრულწლოვანს აქვს შეფარდებული.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას. კახა კახიშვილი იმედოვნებს, რომ ამ საკითხში UNICEF-ი უწყებას მხარდაჭერას აღმოუჩენს. მან ახალი დაწესებულების მშენებლობაზეც ისაუბრა, რომელშიც 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულები განთავსდებიან.

მინისტრის თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პროცესში UNICEF-თან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„დღევანდელ შეხვედრაზე არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ასევე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ  მყოფი  არასრულწლოვნების სოციალურ აქტივობებში  ჩართულობასა და  სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ვისაუბრეთ. ახლო მომავალში, ამ კუთხით პარლამენტში კანონპროექტების ინიცირებას ვგეგმავთ, რომლის განხორციელების შემდეგ სისტემა ევროპულ სტანდარტებს უფრო დაუახლოვდება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 საშა გრაუმანი ახალგაზრდა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთათვის ახალი დაწესებულების მშენებლობის გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს.

გაეროს ბავშვთა ფონდი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან  აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ უწყებას წარმატებით დანერგოს პრაქტიკაში ყველა ის რეგულაცია, რასაც  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს“,  - განაცხადა  საშა გრაუმანმა.

სასჯელაღსღულებისა და პრობაციის მინისტრმაUNICEF-ს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics