2016-04-08 16:34:30, 316 ნახვა
პოლიტიკა
ხადური: არ გამიგია, რომ ვინმე აპირებდეს მთავრობიდან წასვლას
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ყველა ის მინისტრი, რომელიც "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მოხვდება, მთავრობაში აღარ იქნება.
ჟურნალისტის კითხვაზე-ეს ხომ არ შეაფერხებს მთავრობის ფუნქციონირებას, ხადურმა განაცხადა, რომ მთავრობა საქმიანობას ჩვეულებრივად გააგრძელებს.
"აგვისტომდე მივიდეთ ვნახოთ, ვინ იქნება საარჩევნო სიაში. მაგრამ მე არ გამიგია, რომ ვინმე აპირებდეს მთავრობიდან წასვლას",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან