15:10 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 15:34:17, 492 ნახვა

საზოგადოება
მობილური ექსტენცია კახეთის რეგიონში იმყოფებოდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის თანამშრომლები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები, ექსტენციის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ.  

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მეცნიერ-თანამშრომლები შეხვდნენ ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ადგილობრივ ფერმერებს და კონსულტაციები გაუწიეს მეფუტკრეობის, მეთევზეობის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით. 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრების განმავლობაში  ფერმერებს  შესაძლებლობა ჰქონდათ, ცენტრის სპეციალისტებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
აღნიშნული შეხვედრები სისტემატიურად გაიმართება საქართველოს ყველა რეგიონში და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსტენციონისტი მეცნიერ-თანამშრომლები  კონსულტაციას გაუწევენ  ფერმერებს რეგიონებში არსებული სოფლის მეურნეობის სფეროში აქტუალური საკითხების შესახებ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics