|
2016-04-08 10:02:05, 329 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურს არ გამორიცხავს
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, თუ რატომ მიიღეს საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების გადაწყვეტილება. პრემიერის თქმით, ოქტომბრის ბოლოსთვის არჩევნების ჩატარება მიზანშეუწონელია, ვინაიდან მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის გამართვა საჭირო გახდება, მას თავის მხრივ, დაახლოებით, 1 თვე დასჭირდება. ამიტომ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში, შესაძლოა, საარჩევნო უბნებთან მისვლის პრობლემა შეიქმნას. „ის, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დამატებით 7-8 მილიონი ლარი გადავიხადოთ მხოლოდ იმის გამო, რომ დღეიდან ჩავრთოთ ეს მრიცხველი, მემგონი, არავისთვის არ უნდა იწვევდეს კითხვის ნიშანს. რატომ 8 ოქტომბერი, ამაზე ვიმსჯელეთ. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტურები. თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსთვის გადავწევდით ამ თარიღს, მეორე ტურების შემთხვევაში, დაახლოებით 1 თვე ჭირდება მეორე ტურამდე მისვლას და შესაძლოა, ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა თივითონ საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ამიტომ, ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო 8 ოქტომბერი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ჯერ მხოლოდ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართოს და კონსულტაციების შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებაც, თუ როდიდან ამოქმედდება წინასაარჩევნო რეჟიმი: „დღეს მიმდინარეობს მსჯელობა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ჩართულია ცესკო მსჯელობაში და კონსულტაციების შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის გამოვაქვეყნებთ ამ გადაწყვეტილებას, როდიდან ჩაირთვება ე.წ. მრიცხველი ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით. არ შეიძლება ქვეყანამ 7-8 თვე იცხოვროს წინასაარჩევნო რეჟიმში, საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ეს ძალიან ჩვეულებრივი საკითხებია და აქ არანაირი ველი დამატებითი მსჯელობისთვის არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, წინასწარ გამოცხადებული, რომ არჩევნები იქნება 8 ოქტომბერს. ამ თარიღის შეცვლას არ ვაპირებთ, რადგან სერიოზული მსჯელობის და აწონ-დაწონის შემდეგ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.დანარჩენი საკითხების შესახებ განცხადებები გაკეთდება ალბათ უკვე ადმინისტრაციების მხრიდან, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული იურიდიული და ტექნიკური ფორმის შესახებ. ამიტომ მინდა, რომ ამ საკითხს ამ კომენტარით წერტილი დავუსვათ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი არ შეიცვლება. პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ეს განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)