14:04 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 09:50:40, 319 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: არჩევნების თარიღის შეცვლას არ ვაპირებთ

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი არ შეიცვლება. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, თუ რატომ მიიღეს არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარების გადაწყვეტილება:

„ რატომ 8 ოქტომბერი,  ამაზე ვიმსჯელეთ. მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტურები. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ოქრტომბრის ბოლოსთვის გადავწევდით ამ თარიღს,  დაახლოებით 1 თვე ჭირდება მეორე ტურამდე მისვლას და  შესაძლოა, ეს იყოს მაღალმთიანი რაიონების შემთხვევაში პრობლემა თივითონ საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით.  ამიტომ, ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩენ მივიღეთ  გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო 8 ოქტომბერი“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ჯერ მხოლოდ მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართოს და კონსულტაციების შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებაც, თუ როდიდან ამოქმედდება   წინასაარჩევნო რეჟიმი:

„დღეს მიმდინარეობს  მსჯელობა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით,  ჩართულია ცესკო მსჯელობაში და კონსულტაციების შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის გამოვაქვეყნებთ ამ გადაწყვეტილებას, როდიდან ჩაირთვება ე.წ. მრიცხველი  ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით. არ შეიძლება ქვეყანამ 7-8 თვე იცხოვროს წინასაარჩევნო რეჟიმში,  საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ეს ძალიან ჩვეულებრივი საკითხებია და აქ არანაირი ველი დამატებითი მსჯელობისთვის არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, წინასწარ გამოცხადებული, რომ არჩევნები იქნება 8 ოქტომბერს. ამ თარიღის შეცვლას არ ვაპირებთ, რადგან სერიოზული მსჯელობის და აწონ-დაწონის შემდეგ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.დანარჩენი საკითხების შესახებ განცხადებები გაკეთდება ალბათ  უკვე ადმინისტრაციების მხრიდან, თუ  რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული იურიდიული და ტექნიკური ფორმის შესახებ. ამიტომ მინდა, რომ ამ საკითხს ამ კომენტარით წერტილი დავუსვათ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ეს განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics