14:05 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 19:32:31, 442 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ლიტვის სეიმის სპიკერს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიტვის სეიმის სპიკერს, ლორეტა გრაიჟინიენეს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებულად ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა აღნიშნეს. მიხეილ ჯანელიძემ სეიმის სპიკერს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ლორეტა გრაუჟინიენეს განცხადებით, ლიტვა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს და კვლავაც აგრძელებს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგების მისაღწევად.

მხარეებმა გამოხატეს რწმენა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ორივე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის აქტიური კავშირები შენარჩუნდება. მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის სპიკერს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესი გააცნო , რაც დემოკრატიული განვითარების კონსოლიდაციას უწყობს ხელს. ასევე აღინიშნა, რომ მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განვითარების კუთხით პოტენციალი არსებობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორმხრივი ურთიერთობების შესახებ საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილება გამოთქვა სხვადასხვა სექტორში მიმდინარე თანამშრომლობის შესახებ, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა განათლების სფეროს და მადლობა გადაუხადა ლიტვის მხარეს, ქართველი სტუდენტებისათვის ლიტვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლებლად სტიპენდიების გამოყოფისათვის, რაც ორი ქვეყნის მომავალი თაობების დაკავშირებას უწყობს ხელს.

ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა მინისტრს დაუდასტურა, რომ  საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებად ესტუმრება.

ლიტვის სეიმის ვიცე-სპიკერმა, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გედიმინას კირკილასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სამუშაო შეხვედრაზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე კომიტეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ, როგორც მმართველი კოალიციის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ასევე ლიტვის სეიმში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ ეს ჯგუფი ლიტვის სეიმში ყველაზე მრავალრიცხოვანია და მასში 68 დეპუტატი შედის.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ლიტველ პარლამენტარებს, საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ კავშირებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს.

მხარეებმა ორივე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესი მიმოიხილეს. ლიტველმა კანონმდებლებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და დაადასტურეს მზადყოფნა, აღმოუჩინონ მხარდაჭერა საქართველოს ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგის მოკლე დროში მისაღწევად, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მხრივ.

მათი ინტერესის საფუძველზე მინისტრმა ასევე ისაუბრა ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინების შესახებ, ასევე გააცნო ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების პროცესი. მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარებაც განიხილეს.

შეხვედრის ბოლოს სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, უახლოეს მომავალში საქართველოს ვიზიტით ესტუმრონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics