20:06 - 07 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-07 18:44:52, 258 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: მოსკოვსა და კიევში მოლაპარაკებებმა მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიწვია

პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, ამერიკელი მომლაპარაკებლები მოსკოვსა და კიევს ეწვივნენ, რათა ხელი შეეწყოთ რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებასთან დაკავშირებული შემდგომი დიალოგის წარმართვაში, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა.

„მოგზაურობამდე რუსები და უკრაინელები შეთანხმდნენ სამდღიან სროლისგან თავის შეკავების პერიოდზე, რათა უზრუნველყოფილიყო ამ მოლაპარაკებების ჩატარება.

კიევში დელეგაციებს ასევე შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები, რათა ერთად ემუშავათ შემდეგ ნაბიჯებზე.

მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, მათ შორის წინსვლა დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვაში.

ტრამპი ყველა ღონეს ხმარობს მკვლელობების შესაჩერებლად და ძლიერი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - აღნიშნა ვიტკოფმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: ამჟამინდელი ტემპით, რუსეთი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მიტაცებას 2032 წლამდე ვერ შეძლებს
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ საქსონია-ანჰალტში დამარცხებამ მისი პარტია „საფუძვლებამდე“ შეარყია
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: მოსკოვსა და კიევში მოლაპარაკებებმა მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიწვია
ტუსკი- პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გაიხარონ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ტრიუმფით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics