19:19 - 07 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-07 18:01:56, 252 ნახვა

უსანეთაშვილმა ოცნებას 60 000₾ შესწირა, იმავე დღეს 712 000-ლარიანი კონტრაქტი გაიფორმა - TI

ბიზნესმენმა ვაჟა უსანეთაშვილმა ქართული ოცნებისთვის 60 000-ის ჩარიცხვის დღესვე, 712 000-ლარიანი კონტრაქტი გაიფორმა. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2026 წლის 13 ივლისს უსანეთაშვილმა "ქართულ ოცნებას" 60 000 ლარი ჩაურიცხა. ზუსტად იმავე დღეს კი მისმა კომპანიამ, შპს არსაკიძე-2000, ისნის გამგეობისგან 712 000-ლარიანი ტენდერი მიიღო.

"ეს არის კარგად აწყობილი კორუფციული სქემა, რომელიც წლებია ჩვენი ბიუჯეტიდან იკვებება. აი, როგორ მუშაობს ეს ბიზნეს-მოდელი: შეწირულობიდან რამდენიმე კვირაში, თვის ბოლოს კომპანიამ კიდევ ერთი ტენდერი მიიღო. ჯამში, ივლისში გადარიცხული 60 000 ლარი 1.4 მილიონიან კონტრაქტებად იქცა.

2013 წლიდან დღემდე, შპს არსაკიძე-2000-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 49 მილიონი ლარის 108 ტენდერი აქვს მოგებული. ამ 49 მილიონიდან, ლომის წილი - 45 მილიონი ლარი, მხოლოდ ისნისა და სამგორის გამგეობებზე მოდის (ჯამში 96 ტენდერი).

ტენდერების მიღმა, კომპანიას სახელმწიფოსგან 387 000 ლარის პირდაპირი შესყიდვებიც აქვს მიღებული (მათ შორის, 266 000 ლარის პირდაპირი კონტრაქტი 2025 წლის აგვისტოში ისევ ისნის გამგეობისგან).

თავის მხრივ, უსანეთაშვილმა 2017 წლიდან "ოცნებას" უკვე 516 000 ლარი შესწირა. ის პარტიას ყოველწლიურად კანონით დაშვებულ მაქსიმუმს ურიცხავს." - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ვაჟა უსანეთაშვილმა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიას, "ნაციონალურ მოძრაობასაც" შესწირა 30 000 ლარი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: ამჟამინდელი ტემპით, რუსეთი დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილის მიტაცებას 2032 წლამდე ვერ შეძლებს
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ საქსონია-ანჰალტში დამარცხებამ მისი პარტია „საფუძვლებამდე“ შეარყია
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: მოსკოვსა და კიევში მოლაპარაკებებმა მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიწვია
ტუსკი- პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გაიხარონ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ტრიუმფით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics