20:37 - 04 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-04 19:19:27, 243 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, აღწერა ყოველდღიური ცხოვრება ქალაქ რუსტავის #12 საპყრობილეში, სადაც ის და სხვა პოლიტიკური ლიდერები იხდიან სასჯელს.

სააკაშვილმა თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ირონიულად და სარკასტულად მოიხსენია ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, ოპერის მომღერალი და 2025 წლის შემოდგომის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი პაატა ბურჭულაძე და ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა მელია, რომელიც სააკაშვილის მემკვიდრე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ.

მინდა ვაღიარო, რომ როგორც ამ ციხის მაყურებელი უკვე 5 წელია, დიახ ქართველებო უკვე 5 წელია უდრტვინველად იტანთ ჩემს აქ ყოფნას  ისე აირია ყველაფერი ვეღარ ვიცნობ აქაურობას.

"პრემიერ-მინისტრი", იგივე "საფრანგეთის აგენტი", ტრიტრი ანტუან ღარიბაშვილი ივანიშვილის ეხვეწება საკნიდან, არ მომკლაო. მასთან ოჯახის წევრებს არ უშვებენ. საშინლად ნანობს რომ ლონდა თოლორაიას სამსახური გააუქმა თავის დროზე (ჩემს გამო) და ოცნებობს რომ სახალხო დამცველი ისევ ნინო ლომჯარია იყოს და არა მისი ხელდასმული იოსელიანი.

ლილუაშვილი, რომელიც ასევე შეშინებულია ვინაიდან ზუსტად იცის თუ როგორ ხდება ციხის ამ კორპუსში, საკვებში მძიმე მეტალების საწამლავის შერევა.

ყოფილი მინისტრი, "მაფიის მამხილებელ-ჩამშვები" ბურჭულაძე, რომელიც ციხის თანამშრომლებთან ხმამაღლა მაქებს, იძახის რომ მე ვარ "გენიოსი" და საქართველოს უკეთესი მმართველი არ ჰყოლია და ყველანაირად მითვლის მოკითხვებს, რომ თავის ნაცვლად კომპიუტერი მაქვს. თავს იწონებს რომ მარტო მე და მიშა ვართ პარაშუტით გადმომხტარი მინისტრებად მუშაობის დროსო.

და ბოლოს ნიკანორ მელია, დიახ ის მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით საკნიდან (ზუსტად ისე გლდანში კრიმინალები რომ მაგინებდნენ ), ვინაიდან გინების გარდა სხვა ბგერებს არ გამოსცემს, ვერ გეტყვით ზუსტად რა უნდა. რაზეც აქაური ბადრაგებიც დაუფარავად ბრაზდებიან და სხვადასხვა არასასიამოვნო ტერმინებით მოიხსენიებენ.

და ბოლოს მე, რომელმაც საკუთარ თავს პოლიტინფორმატორის ფუნქცია გამოვუნახე და ყოველ მეორე საღამოს ეზოში შეკრებილ ბადრაგებს და მეზობელი კორპუსის პატიმრებს საკნის სარკმლიდან სკამზე ამძვრალი ლექციას ვუკითხავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და ისინიც დიდი ყურადღებით მისმენენ.

დაამატეთ ამას ყოველი საღამოს, რატომღაც ზუსტად 6 საათზე, ყვავების შეკრება და ისტერიული ჩხავილი, როცა ნამდვილი ბულბული პაატა ბურჭულაძე გაჩუმებული ჰყავთ გისოსებს მიღმა, ხოდა ზუსტად „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (flying over the cuckoo's nest) სიტუაციაა და რა გასაკვირია, რომ თუ ადრე ფსიქიატრი ათასში ერთხელ თუ შემოივლიდა ხოლმე. ახლა პრაქტიკულად მორიგეობს ამ კორპუსში. მაგრამ გამოწერილი "აბი გლუკოზები" მე მგონი ვეღარავის შველის 

ამასობაში მგონი წყალსადენიც გაიფიცა და ციხეში მე-3 დღეა წყალი არ მოდის “, - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
რუსული დრონი კიევში СБУ-ს მთავარ ოფისს დაეჯახა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics