|
2016-04-07 17:07:23, 1481 ნახვა
ეკონომიკა
"ჯი-ემ-პი" ესპანეთში მედიკამენტების წარმოებას იწყებს
„ჯი-ემ-პი“ მედიკამენტების წარმოებას საქართველოს ფარგლებს გარეთ აგრძელებს და კიდევ ერთ პრეპარატს ესპანეთში აწარმოებს. მედიკამენტის ესპანეთში წარმოებასთან დაკავშირებით მემორანდუმი „ჯი-ემ-პიმ“ ესპანურ „კერნ ფარმასთან“ გააფორმა. „ჯი-ემ-პი“ ესპანეთში წარმოებულ მედიკამენტებს სხვადასხვა ქვეყანაში გაყიდის. აღნიშნულ საკითხზე პრესკონფერენცია მხარეებმა დღეს გამართეს. ფარმაცევტული კომპანია „ჯი-ემ-პის“ გენერალური დირექტორის გიორგი ანთაძის განცხადებით, საუბარია მედიკამენტ „ტურბომიკრონ G“-ზე, რომელიც ვენების დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ""ჯი-ემ-პის" ისტორიაში განსაკუთრებული დღეა, რადგან "ჯიემპი"-მ გააფართოვა თავისი მოღვაწეობა. ახლა უკვე ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, კერძოდ ესპანეთში ვაწარმოებთ ახალ პრეპარატს. "კერ ფარმა" აწარმოებს ჩვენთვის პრეპარატს, რომელიც საქართველოში უკვე შემოსულია, "ტურბომიკრონ G", ქვედა კიდურების ვენების დაავდების სამკურნალო საშუალება",-აღნიშნა ანთაძემ. "პსპ-სთან ხელშეკრულება ძალზედ მნიშვნელოვანია, აქტიურად ვმუშობთ მასთან. გვინდა, რომ "კერ ფარმა"-მ შემდგომში ყველაზე თანამედროვე პარმაცეფტული პროდუქტი პსპ-ს მეშვეობით შემოიტანის ქართულ ბაზარზე",-განაცხადა "კერ ფარმა"-ს ექსპორტის მენეჯერმა ჰაიმე როდომ. „პე-ეს-პე ჯგუფის“ ხელმძღვანელის გოჩა გოგილაშვილის განცხადებით, ახალი პრეპარატის ბაზარზე შემოტანა პსპ-ს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც მხოლოდ ხარისხიან მედიკამენტებზე ორიენტაციას გულისხმობს. "პსპ 22 წლისაა და შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს არის ფარმაციის ლიდერი. ჩვენთან არის ხარისხიანი მედიკამენტი, ხარისხიანი მომსახურება და ყველაზე დაბალი ფასი.ახალი პრეპარატის შემოტანა სწორედ პსპ-ს პოლიტიკის გაგრძელებაა. მხოლოდ ხარისხიან მედიკამენტებზე ვართ ორიენტირებული",-განაცხადა გოჩა გოგილაშვილმა. წარმოების მოცულობით, "კერ ფარმა" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ევროკავშირის ბაზარზე. ის "Indukern" ჯგუფის წევრია და მსოფლიოს 70 ქვეყანაში მუშაობს. "ჯი-ემ-პი" 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს აწარმოებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყიდის. საქართველოში "ჯი-ემ-პის" პროდუქტები პოპულარული მისი ხარისხისა და ფასის გამო გახდა და გასულ წელს მხოლოდ საქართველოში 5,5 მილიონი კოლოფი გაიყიდა. "ჯი-ემ-პი" პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს და წარმოების სრული ციკლი აქვს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)