14:04 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 17:07:36, 419 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ლიტვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალგიდრას ბუტკევიჩუსმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.  მან უაღრესად დადებითად შეაფასა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ალგიდრას ბუტკევიჩუსმა ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში აჩვენა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესი ახლო მომავალში დასრულდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებით.

უწყების ინფორმაციით, ლიტვის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ლიტვა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს დაეთმო. დადებითად შეფასდა ბოლო პერიოდში ეკონომიკურ ურთიერთობაში მიღწეული პროგრესი, რაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდაში, ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაში  გამოიხატა.  მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის არსებობს ბიზნეს სექტორში თანამშრომლობის განვითარების მზარდი პოტენციალი და საჭიროა ორმხრივი მუშაობა ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ლიტვური მხარის ინიციატივების გამო, რაც საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს, უმაღლეს განათლებას დაეუფლონ ლიტვაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მეგობარ სახელმწიფოს იმ თანადგომისთვის, რასაც ლიტვა იჩენს საქართველოს განვითარების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე. თავის მხრივ, ლიტვის პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა  საქართველოში განხორციელებული მთელი რიგი რეფორმები და აღნიშნა, რომ ქვეყანამ აჩვენა დემოკრატიის მაგალითი, როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების პროცესში.

საუბარი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. ლიტვამ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics