|
2016-04-07 15:19:46, 1210 ნახვა
სამართალი
ნონა თოდუა: ძალიან მიყვარს ჩემი ნაცნობი არატრადიციული ორიენტაციის სტუდენტები, უბრალოდ მენანება ისინი ამგვარი გადახრისთვის
საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატის ნონა თოდუას განცხადებით, ჟურნალისტმა მას მოტყუებით ჩამოართვა ინტერვიუ, სადაც სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც თოდუამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, არავითარი ფობიური მას არ უთქვამს, ბევრ არატრადიციული ორიენტაციის მქონე სტუდენტს იცნობს და ისინი განსაკუთრებულად უყვარს. "უბრალოდ, მენანება ისინი ამგვარი გადახრისთვის", - აღნიშნა თოდუამ. მისივე თქმით, მოსამართლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ როგორი ორიენტაციისა, რადგან მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას, სამართლიანობას უნდა დაეფუძნოს და არა- მორალურ შეხედულებებს. "ჟურნალისტმა ინტერვიუ შეიძლება ითქვას, მოტყუებით ჩამომართვა.უბრალოდ მე ახლა ამას არ ვჩივი, იყო პრეცედენტი ევროპაში, რომ უჩივლა და მოიგო. ჟურნალისტმა არ მითხრა, რომ ეს იყო ინტერვიუ. მან მე დამირეკა - მე ვარ ჟურნალ "ლიბერალიდან" და იცით, ქალბატონო, ერთი კითხვა გამიჩნდა თქვენი წიგნი რომ წავიკითხე, ეს ფრაზა გაქვთ, რომ მამათმავლობა არ უნდა ისჯებოდეს, თუ ეს ნებაყოფლობითია, თუმცა ამორალურია, რატომ თვლით ამორალურია? მე ჩავთვალე, რომ ერთ ჟურნალისტს გაუჩნდა რაღაც კითხვა და როგორც მე, უნივერსიტეტის პროფესორს, მეკითხება და მასთან დავიწყე შინაურული საუბარი. თუ წაიკითხეთ თქვენ, მას ინტერვიუს ფორმა არ აქვს, ისაა შინაურული საუბარი, ვუხსნი, თუ რატომ მიმაჩნია ასე - რომ კულტურის ნორმებიდან გამომდინარეობს, კულტურის ნორმებიდან მართლწინააღმდეგობა გამომდინარეობს, ეს იურისტისთვის არის მთავარი, ჩვენ როცა ვამბობთ, ეს ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, რა გვაქვს საზომი, კულუტურის ნორმა, კულტურის ნორმა საიდან მოდის? ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი ნორმებიდან, ის კიდევ თავის მხრივ საიდან მოდის? ბიბლიიდან. ამას არავინ უარყოფს ხომ? და დავუწყე შინაური საუბარი, რომ ეს არაა საზოგადოების უმრავლესობა. ბოლოს რომ შევეკითხე, თქვენ უკაცრავად ხომ არ იწერთ ჩემს საუბარს? კი, რა თქმა უნდაო, და რატომ არ გამაფრთხილეთ-მეთქი და თქვენ თვითონ უნდა მიმხვდარიყავით, მე ხომ გითხარით ჟურნალისტი ვარ. არავითარი ფობიური იმ ინტერვიუში არ იყო. პირიქით, მე ვამბობ, რომ რამდენიმე ადამიანი მყავს ნაცნობი, მათ შორის სტუდენტებიც, რომლებსაც არა მარტო ეტყობათ, რომ ამგვარი ორიენტაციის არიან, არამედ ტელევიზიით გამოვიდნენ, მოძრაობა "იდენტობის" სახელით განცხადებები გააკეთეს. ძალიან მიყვარს მე ეს სტუდენტები, მეტად შეიძლება, ვიდრე- სხვა. რატომ? არიან ძალიან ზრდილობიანები, არიან ძალიან კაცთმოყვარეები, ეს თვალებში ეტყობათ, მოტივირებულები არიან სწავლობენ, მე მენანება ისინი ამგვარი გადახრისთვის უბრალოდ. ყველა ადამიანს ხომ აქვს თავისი ნაკლი? მე ჩემი ნაკლი მაქვს, იმას თავისი. მე რომ ვინმემ მითხრას შენი ნაკლი ის არის, რომ ხშირად განიკითხავ სხვას, ვინ გითხრა, რომ ეს ამორალობაა და ფობიაა, არ იქნება სწორი. ყველა ადამიანს თავისი ნაკლი აქვს, მათი ნაკლი ეს არის, ამიტომ, თუ გააცნობიერებენ იქნება კარგი, მაგრამ ეს არის მორალური. ამას მოსამართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე თუ საქმე მომივა მათი დისკრიმანციის შესახებ, ვთქვათ ასეთი პირები სცემეს, რატომ ხარ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის, მე გამოვიტან გადაწყვეტილებას, რომ არ უცემიათ? და რომ ეს კარგი იყო? რა კავშირშია? მე რომ გადაწყვეტილებას მივიღებ, სამართლიანობას უნდა დავეფუძნო და არა მორალურ შეხედულებებს", - განაცხადა ნონა თოდუამ. რაც შეეხება იმას, აქვთ თუ არა უფლება სექსუალურ უმცირესობებს, გამოხატონ თავიანთი პოზიცია, თოდუას აზრით, "თუ ისინი ჩათვლიან, რომ იჩაგრებიან, მათ აქვთ კარკვეული მსვლელობის უფლება, მაგრამ თუ ისინი არ იჩაგრებიან და მათი მიზანია, უბრალოდ თავიანთი ცხოვრების წესის რეკლამირება მოახდინონ, ეს ცუდია, მაგრამ სახელმწიფომ იმ მომენტში ასეთი ადამიანების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს". "ანუ, როცა რეკლამირებას ახდენს პირი იმისას, რაც არ არის მორალური, ეს არის საზოგადოებისთვის ცუდი, მაგრამ მას ამის უფლება აქვს", - განაცხადა ნონა თოდუამ.
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)