|
2026-08-26 18:33:43, 249 ნახვა
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
“სელფის” აპლიკაცია, MyCellfie, 2026 წლის Global Recognition Award-ის გამარჯვებულია. Აპლიკაციამ საერთაშორისო აღიარება მომხმარებლის საუკეთესო ციფრული გამოცდილების მიმართულებით მიიღო. ჯილდოს მინიჭების გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ “სელფის” ციფრული ეკოსისტემა, ტელეკომ მომსახურებების მარტივად მართვასთან ერთად, მომხმარებელს სათავაზობს: პერსონალიზებულ შეთავაზებებს, ლოიალობის პროგრამას და მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებულ ფუნქციებს. MyCellfie დღეს მართლაც ბევრად მეტია, ვიდრე ტელეკომ სერვისების სამართავი აპლიკაცია და მის პოპულარობას ცხადყოფს აქტიური მომხმარებლის რიცხვის ზრდა. აპლიკაცია მუდმივად ვითარდება და სწორედ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ეფუძნება. MyCellfie-ს ემატება როგორც ახალი ფუნქციები, ისე ხდება არსებულების გამარტივება. ბოლო განახლებებიდან აღსანიშნავია: გამარტივებული ავტორიზაცია - რეგისტრაციისა და შესვლის პროცესი გაერთიანდა, პაროლის შექმნის აუცილებლობა გაუქმდა და მომხმარებელს აპში შესასვლელად მხოლოდ ნომრისა და ერთჯერადი კოდის მითითება სჭირდება;
Პრაქტიკულთან ერთად, MyCellfie მომხმარებელს სთავაზობს სერვისებს, რომლებიც აპლიკაციას ყოველდღიური ჩართულობის სივრცედ აქცევს. Bonus Steps ფიზიკურ აქტივობას ციფრულ სარგებელთან აკავშირებს - დღეში 5,000 ნაბიჯის გავლის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქრად მობილურ ინტერნეტს იღებს. MyCellfie-ში ინტეგრირებული ლოიალობის პლატფორმა კი მომხმარებლებს სხვადასხვა ბრენდის სპეციალურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებზე აძლევს წვდომას. Მომხმარებელს აპლიკაციაში ასევე ხვდება პერსონალიზებული შეთავაზებები და მომგებიანი თამაშები. „MyCellfie-ს განვითარებისას ჩვენთვის მთავარი კითხვაა - როგორ გავუმარტივოთ მომხმარებელს ურთიერთობა "სელფისთან”. ზოგჯერ პასუხი სრულიად ახალი ფუნქციაა, ზოგჯერ კი ერთი ზედმეტი ნაბიჯის ან პროცესის მოხსნაა. ამასთან, ჩვენი გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ MyCellfie მხოლოდ ტელეკომ სერვისების მართვის ადგილი არ იყოს და მომხმარებელს აქ ყოველდღიური სარგებელიც ხვდებოდეს. Სასიხარულოა, რომ ეს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება სწორედ იმ გამოცდილებას აფასებს, რომელსაც ყოველდღიურად ვქმნით ჩვენი მომხმარებლებისთვის,“ ამბობს ციფრული მიმართულებებისა და ინოვაციების ხელმძღვანელი, ია კუპატაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)