14:52 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 12:49:34, 453 ნახვა

პოლიტიკა
არასამთავრობოები: პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე კონსენსუსს უნდა მიაღწიონ

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის შეფასებით, მოქმედი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის არჩევანის პროპორციულად ასახვას საპარლამენტო მანდატებში და პარლამენტში პოლიტიკური ძალების სამართლიან წარმომადგენლობას. შესაბამისად, მათი აზრით, ამ პირობებში გამოწვევად რჩება ქვეყანაში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემო.

"ბოლო არაერთი თვის განმავლობაში ჩვენ აქტიურად მოვუწოდებდით მმართველ გუნდს, განეხორციელებინა ძირეული ცვლილებები აღნიშნული პრობლემებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად. მართალია, ბოლო პერიოდში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მიზნით არაერთი კანონპროექტი იქნა ინიცირებული (მათ შორისაა, სპეციალურ საარჩევნო უბნების, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის პარლამენტის წევრობის კანდიდატთან შეუთავსებლობის რეგულაციების გადახედვა), თუმცა, აღნიშნული ცვლილებები ქაოტურად, არასისტემატიზირებულად და პოლიტიკური თუ არასამთავრობო სპექტრის ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებთ არ განხორციელებულა ხელისუფლებაში პოლიტიკური ნების არქონის გამო.

მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდში მმართველ კოალიციაში მომხდარმა ცვლილებებმა გააჩინა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს შორის საარჩევნო რეფორმაზე დისკუსიის განახლების და გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მიღწევის ახალი შესაძლებლობები.

ამ რეალობის გათვალისწინებით, დარწმუნებულები ვართ, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთშიც კი შესაძლებელია კონსტიტუციური ცვლილებების გარეშეც არსებულზე უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღება. ვითვალისწინებთ იმ სირთულეებს, რომელიც შეიძლება მოყვეს საარჩევნო კანონმდებლობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ცვლილებას, თუმცა ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ინტერესი საქართველოში არჩევნები უფრო სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს გაცილებით მაღლა დგას.

ვფიქრობთ, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევა იქნება. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით დაიწყონ კონსულტაციები. მზად ვართ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ და ხელი შევუწყოთ სხვადასხვა პარტიებს შორის პოზიციების დაახლოებას",-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი არასამთავრობო ორგანიაზაციები აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA); „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics