14:13 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 11:34:44, 445 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში ხეების სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს

გლდანის რაიონში ხე-მცენარეების მოვლის საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი წესის მიხედვით, დაზიანებული და გამხმარი ტოტების სხვლა-ფორმირება ხდება, რომელიც ხის ფორმის შენარჩუნებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის  მიზნით ხორციელდება.

გამგეობების თანამშრომლებმა, რომლებიც ნარგაობის მოვლა-პატრონობასა და ზედამხედველობას ახორციელებენ სპეციალური ტრენინგი გაიარეს. 

ამ ეტაპზე, გლდანის რაიონში 180 ზეხმელი და ავარიული  ხე მოიჭრა, ხოლო სხვლა-ფორმირება 250 ხეს  ჩაუტარდა.

მოჭრილი და დამუშავებული ხეები, შესაბამისად, რაიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics