14:13 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 11:29:53, 470 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიდუბის გამგებელთან ირმა ზავრადაშვილთან ერთად დიდუბეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

დავით ნარმანია ფოთის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ორი ფენა ასფალტის საფარი. უკვე დასრულდა ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა.

მერიის ინფორმაციით, ფოთის ქუჩაზე პარალელურად მიმდინარეობს დამწვარი სახლის რეაბილიტაცია. მიმდინარეობს გადახურვა და კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ  გარემონტდება საცხოვრებელი ფართები.

„დიდუბის რაიონში ძალიან სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის თვალსაზრისით. კეთდება უბნებში საერთო სარგებლობის გზები, საბავშვო მოედნები, წესრიგდება ეზოები. ყველაფერი კეთდება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანია ასევე ევდოშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც 3500 კვადრატული მეტრი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  თბილისის მერი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო დიღმის მასივის მე-3 კვარტალში და ახმეტელის ქუჩაზე. დიღმის მასივის მე-3 კვარტალში  4000 კვმ გზის რეაბილიტაცია კაპიტალურად მიმდინარეობს. ეწყობა სანიაღვრე, ბორდიურები და ტროტუარი. ახმეტელის ქუჩაზე გაკეთდა ბაზალტის ბორდიურები და ტროტუარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics